ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ერდოღანი: "ისრაელი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს"
პრეზიდენტმა გააკეთა გაფრთხილება, რომ მზარდი ძალადობა საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვული უთანხმოების მოგვარება დიპლომატიური გზებით უნდა მოხდეს.
ერდოღანი: "ისრაელი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს"
/ AA

ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების გაგრძელების ფონზე, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის საუბრისას განიხილეს ისრაელ-ირანის კონფლიქტი, ასევე ორმხრივი ურთიერთობები და სხვა რეგიონული საკითხები.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმებით დაწყებული ძალადობის ესკალაცია მთელი რეგიონის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს და რეგიონს ახალი ომის გადატანა არ შეუძლია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი დიპლომატიური კონტაქტების გზით კონფლიქტების დასრულებაზე მუშაობენ და ხაზი გაუსვა, რომ ირანთან ბირთვული უთანხმოების გადაწყვეტა მოლაპარაკებების მაგიდაზე გადის.

ერდოღანმა გააკეთა გაფრთხილება, რომ არსებულმა ვითარებამ არ უნდა დაჩრდილოს ღაზაში არსებული სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმიც ისრაელის ოკუპაციის საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

აღმოაჩინეთ
მოსკოვზე 650 დრონით თავდასხმა ბოლო 2 წელში სიდიდით მეორე იყო
პრეზიდენტი ერდოღანი AileFest-ს ეწვია
თურქეთი ისრაელის მიერ სირიაში ტერიტორიულ დარღვევებს მკაცრად გმობს
ესპანეთი ვადამდელ არჩევნებს ატარებს
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები