ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
13 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა ოჯახის გადასარჩენად საათობით იცურა
ოსტინ აპელბიმ დაახლოებით ოთხი საათი იცურა, რათა ნაპირამდე მიეღწია და დახმარება გამოეძახა თავისი ოჯახისთვის, რომელიც დინებამ ზღვაში გაიტაცა.
13 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა ოჯახის გადასარჩენად საათობით იცურა
13 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა ოჯახის გადასარჩენად საათობით იცურა / AP Archive

13 წლის ბიჭმა, რომელმაც ავსტრალიის სანაპიროსთან დინების მიერ გატაცებული ოჯახის გადასარჩენად საათობით იცურა, დედისა და ორი პატარა და-ძმის სიცოცხლე გადაარჩინა.

პოლიციის განცხადებით, ოსტინ აპელბიმ პარასკევს ნაპირამდე 4 კილომეტრი იცურა, რათა დედა – 47 წლის ჯოან აპელბი, ძმა – 12 წლის ბოუ და და – 8 წლის გრეისი რთული მდგომარეობიდან ეხსნა და დახმარება გამოეძახა.

ოსტინმა თქვა, რომ თავდაპირველად დახმარების საძებნელად გასაბერი ნავით გაემართა, რომელშიც წყალი შედიოდა. მოგვიანებით მან ნავი მიატოვა და სამაშველო ჟილეტიც გაიხადა, რადგან ის ცურვას უნელებდა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ღელვის დროს ნაპირისკენ ცურვისას პოზიტიურ ფიქრებზე ცდილობდა ფოკუსირებას; მან დახმარება ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (გრინვიჩით 10:00) გამოიძახა.

სამშაბათს ოსტინმა თქვა: „ტალღები ძალიან დიდი იყო, მე კი სამაშველო ჟილეტი არ მეცვა... სულ ვფიქრობდი: 'ცურვა განაგრძე, ცურვა განაგრძე'. ბოლოს ნაპირს მივაღწიე და ქვიშაზე დავემხე“.

ოჯახი, რომელიც შტატის დედაქალაქ პერტიდან დასასვენებლად იყო ჩამოსული, შუადღისას სასტუმროში დაქირავებული კანოეთი და სერფინგის დაფებით ზღვაში გავიდა, თუმცა ოკეანის დინებამ და ქარმა ისინი ღია წყლებში გაიტაცა.

პოლიციის თქმით, სამძებრო ვერტმფრენმა დედა და ორი ბავშვი საღამოს 20:30 საათზე (გრინვიჩით 12:30) იპოვა; მათ სამაშველო ჟილეტები ეცვათ და სერფინგის დაფას იყვნენ ჩაჭიდებულები. ისინი დასავლეთ ავსტრალიის შტატის დასახლება ქუინდალაპიდან 14 კილომეტრის მოშორებით მას შემდეგ იპოვეს, რაც წყალში თითქმის 10 საათი გაატარეს.

პოლიციის ინსპექტორმა ჯეიმს ბრედლიმ განაცხადა: „რამდენადაც არ უნდა შევაქოთ ამ 13 წლის ბიჭის საქციელი, მაინც ცოტა იქნება; თავისი გამბედაობისა და შეუპოვრობის წყალობით მან დედისა და და-ძმის სიცოცხლე იხსნა“.

ჯოან აპელბიმ სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სამი შვილის მარტო დატოვება არ შეეძლო, ამიტომ დახმარების გამოსაძახებლად უფროსი ვაჟი გაგზავნა.

ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციასთან (ABC) ინტერვიუში მან აღნიშნა: „ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ოსტინისთვის მეთქვა: 'ეცადე ნაპირს მიაღწიო და დახმარება მოიყვანო. მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს'“.

ჯოანი დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ნაპირს მიაღწევდა, თუმცა მზის ჩასვლის შემდეგ, როცა დახმარება არ გამოჩნდა, ეჭვები გაუჩნდა.

„ვცდილობდით პოზიტიურ განწყობაზე ვყოფილიყავით, ვმღეროდით, ვხუმრობდით და... მზის ჩასვლამდე ამ ყველაფერს თამაშად აღვიქვამდით, მაგრამ შემდეგ ზღვა ძალიან აღელდა და დიდი ტალღები წამოვიდა“, — თქვა ჯოანმა.

დედამ აღნიშნა, რომ გადარჩენისას სამივე მათგანი კანკალებდა, ხოლო სიცივის გამო ბოუს ფეხები ჰქონდა დაბუჟებული. „სამი შვილი მყავს. სამივე გადარჩა. მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი“, — თქვა მან.

ოჯახის ოთხივე წევრს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, თუმცა არცერთ მათგანს საავადმყოფოში მკურნალობა არ დასჭირვებია.

აღმოაჩინეთ
აშშ-ირანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს
კუბამ ეკონომიკის გასაცოცხლებლად და ბიუროკრატიის შესამცირებლად ყოვლისმომცველი რეფორმები გამოაცხადა
აშშ-ირანის შეთანხმების ხელმოწერის თარიღთან დაკავშირებით გაურკვევლობა გრძელდება
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო
ფილიპინების სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
არაღჩი: აშშ-თან შეთანხმების პროექტს ხელი დისტანციურად მოეწერება
რუსეთი: თათრეთზე უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
NBC: ტრამპი რაკეტების მარაგების შემცირების გამო თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება
ირანი: აშშ-ის მეხუთე ფლოტის ჩათვლით, ამერიკის 21 სამხედრო სამიზნეზე საპასუხო დარტყმები განხორციელდა
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა მოლაპარაკებებში უნდა იყოს ჩართული
უკრაინის ქალაქ ხარკივზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
სტუბმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 40 წევრამდე უნდა გაფართოვდეს, თურქეთისა და კანადის ჩათვლით
ეპოქის დასასრული: ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
ტრამპი: „მე არ დავასრულებ ცეცხლის შეწყვეტას, თუ თეირანი ამერიკელ ჯარისკაცებს არ მოკლავს“
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა