გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში გემს უცნობი ობიექტი მოხვდა.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰორმუზის სრუტეში გემის სამანქანო განყოფილებას უცნობი ობიექტი მოხვდა.
UKMTO-ს ცნობით, ეკიპაჟის წევრებს შორის არის მსხვერპლი, ნაწილის გადარჩენის ოპერაციას კი ამ დროისთვის ომანის სანაპირო დაცვის ძალები ახორციელებენ.
აღინიშნა, რომ ოფიციალური პირები მომხდარის მასშტაბებს სწავლობენ.






















