ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ლოს-ანჯელესის პროტესტები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც ვრცელდება
ლოს-ანჯელესის პროტესტები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც ვრცელდება
ლოს-ანჯელესის პროტესტები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც ვრცელდება
/ AP

ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ ქალაქში რამდენიმედღიანი პროტესტების შემდეგ ღამით კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ შეკრებილების დასაშლელად მასობრივი დაკავებები განახორციელა.

მაშინ, როდესაც აშშ-ის მრავალი ქალაქი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეიდების გამო პროტესტების ზღვარზეა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ლოს-ანჯელესის, ზოგიერთ რაიონში ხუთდღიანი არეულობების ჩასახშობად ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ ღამით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანების მიმართ „მასობრივი დაკავებები“ დაიწყო.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა სამშაბათს ღამით პლატფორმა X-ზე გაავრცელა განცხადება: „რამდენიმე ჯგუფი კვლავ აგრძელებს შეკრებას ქალაქის ცენტრში, კომენდანტის საათის ზონაში, სფრინგისა და ალამედას ქუჩებს შორის, პირველ ქუჩაზე. ამ ჯგუფების მიმართ შესაბამისი რეაგირება ხორციელდება და მასობრივი დაკავებები დაიწყო. კომენდანტის საათი ძალაშია“.

ქალაქში კომენდანტის საათი 20:00-დან დილის 6:00-მდე, რამდენიმედღიანი პროტესტების შემდეგ დაწესდა, რომელიც ფედერალური საიმიგრაციო სამსახურების მიერ საცხოვრებელ მისამართებზე რეიდების გახშირებამ გამოიწვია. მერმა კარენ ბასმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ქალაქის ცენტრში წესრიგის აღსადგენად, ვანდალიზმის, ძარცვისა და ძალადობრივი ინციდენტების გამო გამოცხადდა.

„საფრთხე დემოკრატიისთვის“

საზოგადოების პროტესტი პირველად პარასკევს დაიწყო, როდესაც ფედერალურმა აგენტებმა ლოს-ანჯელესის მასშტაბით სამუშაო ადგილებზე ჩატარებული რეიდების დროს ათობით იმიგრანტი მუშა დააკავეს.

შაბათ-კვირას პროტესტები გაძლიერდა; დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და სამართალდამცავებთან შეტაკებებში ჩაებნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

რეიდები, რომლებიც ტრამპის ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, დემოკრატებისა და იმიგრანტთა უფლებადამცველების მიერ გაკრიტიკებულია, რადგან ის განურჩევლად ანგრევს ოჯახებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა, ორშაბათს განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის ეჭვით ჩატარებული ოპერაციები გააქტიურდება. ტრამპის ადმინისტრაციამ პროტესტები უკანონოდ შეაფასა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები შტატებში დაადანაშაულა დაურეგისტრირებელი იმიგრანტების „თავშესაფარ ქალაქებში“ დაცვაში.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, ლოს-ანჯელესში ფედერალური სამხედრო ძალების განლაგება „დემოკრატიისთვის საფრთხედ“ და „უკანონო ქმედებად“ შეაფასა. ნიუსომმა გააფრთხილა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ საზღვაო ქვეითებისა და ეროვნული გვარდიის გამოყენება სამოქალაქო სივრცეების მილიტარიზაციასა და დემოკრატიული ნორმების შესუსტებას ნიშნავს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდაპირველი არეულობის მიუხედავად, ორშაბათის დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. ათასობით ადამიანი მერიის შენობის წინ შეიკრიბა, ხოლო ასობით ადამიანმა პროტესტი გამართა დაკავების იზოლატორთან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული იმიგრანტი იმყოფება.

დემონსტრაციები ძირითადად ლოს-ანჯელესის ცენტრალურ რაიონში იყო კონცენტრირებული, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტები გაგრძელდება მანამ, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ფედერალური მთავრობა იმიგრანტებზე რეიდებს არ შეწყვეტს.

აღმოაჩინეთ
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს