ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ევროკავშირის მკაცრი რეაქცია ისრაელს: „რელიგიის თავისუფლება დაირღვა!“
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ისრაელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ლათინთა პატრიარქს აღდგომის ტაძარში (წმინდა საფლავის ტაძარი) ბზობის დღესასწაულის წირვაზე დასწრების საშუალება არ მისცა.
ევროკავშირის მკაცრი რეაქცია ისრაელს: „რელიგიის თავისუფლება დაირღვა!“
ევროკავშირის მკაცრი რეაქცია ისრაელს: „რელიგიის თავისუფლება დაირღვა!“ / Reuters

კვირას, კაია კალასმა გამოხატა შეშფოთება ისრაელის მიერ იერუსალიმის ლათინთა პატრიარქისთვის ბზობის წირვაზე დასწრების დაბლოკვის გამო და ამ გადაწყვეტილებას „რელიგიის თავისუფლების დარღვევა“ უწოდა.

სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში კალასმა აღნიშნა: „ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, იერუსალიმის ლათინთა პატრიარქს ბზობის დღესასწაულზე აღდგომის ტაძარში შესვლა აუკრძალოს, არის რელიგიის თავისუფლებისა და წმინდა ადგილების მართვის დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი წესების დარღვევა“.

კალასმა მოუწოდა მხარეებს, რომ იერუსალიმში აღმსარებლობის თავისუფლება „გამონაკლისის გარეშე ყველა რწმენისთვის“ სრულად იყოს გარანტირებული და დასძინა: „იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი დაცული უნდა იყოს“.

კვირას ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის ლათინთა პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას აღდგომის ტაძარში შესვლა აუკრძალა, სადაც მას ბზობის სადღესასწაულო წირვა უნდა აღევლინა.

იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს განცხადებით, პიცაბალა, წმინდა მიწის საკითხებში პასუხისმგებელ მამა ფრანჩესკო იელპოსთან ერთად, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე შეაჩერეს და „უკან დაბრუნება აიძულეს“.

საპატრიარქოს განმარტებით, ეს საუკუნეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიის ლიდერებს ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ქრისტიანულ ადგილას, აღდგომის ტაძარში, აუკრძალეს.

გასული პარასკევიდან მოყოლებული, ისრაელის ხელისუფლება მუსლიმებს იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში - რომელიც ისლამის მესამე ყველაზე წმინდა ადგილია - პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. ირანთან ომთან დაკავშირებული საგანგებო ზომების ფარგლებში, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, ეს უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა, რაც მსგავსი აკრძალვა მოქმედებს.

აღმოაჩინეთ
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ