ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპის ადმინისტრაციამ უკან დაიხია საიმიგრაციო პოლიტიკაში: ლოს-ანჯელესიდან 2000 ჯარისკაცი გამოჰყავთ
დაახლოებით 2000 ეროვნული გვარდიელი და 700 საზღვაო ქვეითი დარჩება რეგიონში სამსახურის გასაგრძელებლად, მაგრამ გაურკვეველია, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი იქ.
ტრამპის ადმინისტრაციამ უკან დაიხია საიმიგრაციო პოლიტიკაში: ლოს-ანჯელესიდან 2000 ჯარისკაცი გამოჰყავთ
/ AP

პენტაგონის მთავარმა სპიკერმა, შონ პარნელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა ლოს-ანჯელესში განლაგებული 2000 ეროვნული გვარდიელის მისია.

პარნელმა თქვა: "ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც მოწოდებას გამოეხმაურა. უკანონობა ლოს-ანჯელესში მცირდება."

"შესაბამისად, მინისტრმა გასცა ინსტრუქცია, გაეყვანათ ფედერალური დაცვის მოვალეობიდან კალიფორნიის 2000 ეროვნული გვარდიელი", - განაცხადა მან.

რეგიონში განლაგებული იყო დაახლოებით 4000 ეროვნული გვარდიელი და 700 საზღვაო ქვეითი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩებიან რეგიონში დარჩენილი ძალები.

ჯარისკაცებს დაევალათ ფედერალური შენობების დაცვა და დაკავების პროცედურებში საიმიგრაციო მოხელეების  მხარდაჭერა.

მისია ივნისის დასაწყისში დაიწყო და 60 დღე უნდა გაგრძელებულიყო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისის დასაწყისში ლოს-ანჯელესსა და მის შემოგარენში გამართული საიმიგრაციო რეიდების საპროტესტო აქციების შემდეგ, რეგიონში კალიფორნიის დაახლოებით 4000 ეროვნული გვარდიელისა და 700 აქტიური მოქმედების საზღვაო ქვეითის განლაგება ბრძანა.

"პოლიტიკური პაიკები"

განლაგება მოხდა გუბერნატორ გევინ ნიუსომის წინააღმდეგობის მიუხედავად. ნიუსომმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

თავდაპირველად, რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრამპის მიერ გუბერნატორის წინააღმდეგობის მიუხედავად გვარდიელების განლაგება უკანონო იყო. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციას ჯარისკაცებზე კონტროლის გაგრძელების უფლება მისცა. სამართლებრივი პროცესი კი ჯერ კიდევ გრძელდება.

ნიუსომმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის ლოს-ანჯელესში გაგზავნამ ჯარისკაცები ოჯახებსა და სამოქალაქო მოვალეობებს მოაშორა და "პრეზიდენტის პოლიტიკურ პაიკებად აქცია ლოს-ანჯელესში".

"მაშინ, როდესაც თითქმის 2000 დემობილიზებულია, დარჩენილი გვარდიელები აგრძელებენ სამსახურს მოვალეობის გარეშე, მიმართულების გარეშე და თავიანთ საზოგადოებეში დაბრუნების იმედის გარეშე," - თქვა გუბერნატორმა ნიუსომმა და დასძინა: "ჩვენ მოვუწოდებთ ტრამპსა და თავდაცვის სამინისტროს, დაასრულონ ეს თეატრი და ახლავე გაუშვან ყველა სახლში."

აღმოაჩინეთ
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა