ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ ჰონდურასის ახალი ლიდერი შეაქო
Truth Social-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩემს მეგობართან, ჰონდურასის პრეზიდენტ ნასრი 'ტიტო' ასფურასთან.
ტრამპმა აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ ჰონდურასის ახალი ლიდერი შეაქო
ტრამპმა აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ ჰონდურასის ახალი ლიდერი შეაქო / AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, შეაქო თავისი ჰონდურასელი კოლეგა ნასრი ასფურა, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს მხარს უჭერდა.

კონსერვატორმა ბიზნესმენმა და ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპას ყოფილმა მერმა ასფურამ, მას შემდეგ რაც ნოემბრის არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერით გაიმარჯვა, გასულ კვირას ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ტრამპი იმუქრებოდა, რომ მისი „მეგობრის“ დამარცხების შემთხვევაში, ცენტრალური ამერიკის ყველაზე ღარიბი ქვეყნისთვის დახმარებას შეწყვეტდა.

ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩემს მეგობართან, ჰონდურასის პრეზიდენტ ნასრი 'ტიტო' ასფურასთან. მან არჩევნებში მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ჩემი ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადე! ტიტოს და მე ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს „America First“ პრინციპიდან. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხები განიხილეს.

დაგეგმილია, რომ ასფურა კვირას მედიასთან შეხვედრების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ჰონდურასის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ორივე ლიდერი ღიმილის ფონზე აწეული ცერა თითებით არის გამოსახული.

ზეწოლა ქვეყნებზე

მანამდე, 12 იანვარს, ასფურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა; შეხვედრის შემდეგ ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გეგმები გამოაცხადა.

ასფურას გამარჯვებამ ტრამპს ლათინურ ამერიკაში კიდევ ერთი მოკავშირე შესძინა მას შემდეგ, რაც ჩილეში, ბოლივიაში, პერუსა და არგენტინაში მემარცხენეები იმ კონსერვატორებმა ჩაანაცვლეს, რომელთა წინასაარჩევნო კამპანიაც განსაკუთრებით კრიმინალსა და კორუფციასთან ბრძოლაზე იყო ორიენტირებული.

ტრამპი აიძულებს ვაშინგტონის უკანა ეზოში მდებარე ქვეყნებს, გააკეთონ არჩევანი ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობასა და პეკინთან სიახლოვეს შორის.

მემარცხენე ლიდერის, სიომარა კასტროს შემცვლელმა ასფურამ განაცხადა, რომ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების ჩინეთიდან ავტონომიურ კუნძულ ტაივანზე გადატანას.

ჰონდურასის არჩევნებამდე, დეკემბერში, ტრამპმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და შეიწყალა ასფურას პარტიის წევრი, ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ერნანდესი, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის 45-წლიან სასჯელს იხდიდა.

ერნანდესი მსჯავრდებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 400 ტონა აკრძალული ნივთიერების კონტრაბანდაში დახმარებისთვის.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ძალები კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ ნავებს ანადგურებენ და ვაშინგტონი ზრდის ზეწოლას მადუროზე, რომელსაც ნარკოტრაფიკში ადანაშაულებს, ტრამპის გადაწყვეტილებამ ერნანდესის შეწყალების შესახებ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

აღმოაჩინეთ
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“
სირიის პრეზიდენტი ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეის კომპანიების მაღალი რანგის ხელმძღვანელები მიიღო
ევროკავშირის მოწოდება კრიზისებისთვის მზადყოფნის შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყდება
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლი ჯე მიონი-სთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ვითარება აშშ-ის არჩევნებამდე: დემოკრატები გამოკითხვებში სენატის 7-ვე გადამწყვეტ ბრძოლაში ლიდერობენ
პრეზიდენტ ერდოღანს სამხრეთ კორეაში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ
აშშ საარჩევნო ყუთებთან: არჩევნები ტრამპის მეორე ვადის ბედს გადაწყვეტს
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა