ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელმა შესაძლოა 450 000 რეზერვისტი გამოიძახოს ლიბანში სავარაუდო სახმელეთო ოპერაციისთვის
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წინადადება მალე წარედგინება დასამტკიცებლად მინისტრებსა და ისრაელის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტს.
ისრაელმა შესაძლოა 450 000 რეზერვისტი გამოიძახოს ლიბანში სავარაუდო სახმელეთო ოპერაციისთვის
ისრაელმა შესაძლოა 450 000 რეზერვისტი გამოიძახოს ლიბანში სავარაუდო სახმელეთო ოპერაციისთვის / Reuters

ისრაელის მედია იუწყება, რომ ისრაელმა შესაძლოა მალე დაამტკიცოს 450 000-მდე რეზერვისტის მობილიზაცია, რაც ლიბანში სავარაუდო სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების ნაწილია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა KAN-მა განაცხადა, რომ მათთვის „ცნობილი გახდა“, რომ ამ რაოდენობის პერსონალის მობილიზება ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობისთვის სამხედრო მზადყოფნის გეგმის ნაწილია. თუმცა, მაუწყებელს ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია.

გავრცელებული ინფორმაციით, წინადადება მალე წარედგინება მინისტრებსა და ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტს.

მაუწყებელმა იანვარში გამოქვეყნებულ სამთავრობო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ რეზერვისტთა მობილიზაციის ამჟამინდელი ზედა ზღვარი დაახლოებით 260 000 ჯარისკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მოთხოვნა არსებულ ლიმიტს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ეს განვითარება ემთხვევა პერიოდს, როდესაც ისრაელის არმია განიხილავს სამხედრო მოქმედებების გაფართოების ვარიანტებს, მათ შორის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას, ლიბანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

მეტი ტერიტორიის დაკავება

ასევე აღინიშნა, რომ ისრაელის ძალებმა ცოტა ხნის წინ სამხრეთ ლიბანში ინფრასტრუქტურას დაარტყეს, კერძოდ, მდინარე ლიტანიზე მდებარე ხიდს, იმ მიზეზით, რომ მას „ჰეზბოლას“ მებრძოლები გადასაადგილებლად იყენებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი აშშ-სთან ჩრდილოეთ საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ კონსულტაციებს გადის და ამავდროულად სამხრეთ ლიბანში ბუფერული ზონის გაფართოებას განიხილავს.

28 თებერვლიდან ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ომი, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და უსაფრთხოების სხვა მაღალჩინოსნები.

ირანმა კი საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ასევე სამიზნეში ამოიღო აშშ-ის ობიექტები სხვადასხვა არაბულ ქვეყნებში, რამაც მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. ყურის ქვეყნებმა ეს თავდასხმები დაგმეს.

2 მარტს „ჰეზბოლამ“, 2024 წლის ნოემბრიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო, რაც ლიბანზე ისრაელის იერიშებისა და ხამენეის მკვლელობის საპასუხო ნაბიჯი იყო.

იმავე დღეს ისრაელმა თავდასხმები ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ლიბანის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე გააფართოვა, ხოლო 3 მარტს სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

აღმოაჩინეთ
რუსული კომპანია Ozon-ის კუთვნილ 3 სხვადასხვა საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს
პაკისტანი და მალაიზია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ნეთანიაჰუ: „სანამ თანამდებობაზე ვარ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებ“
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა