ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ემინე ერდოღანი: თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი, „თურქული სამზარეულოს კვირეულის“ ფარგლებში სტამბოლში გამართულ პროგრამას - „მემკვიდრეობა სუფრაზე“ დაესწრო.
ემინე ერდოღანი: თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია
ემინე ერდოღანი: თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია

ემინე ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქული სამზარეულო, თავისი გემოების გარდა, სულიერი კონტექსტით, ოჯახური კავშირებით, გაზიარების კულტურითა და კოლექტიური წარმოების ძალით, თავისთავად ცხოვრების ხელოვნებაა. მან განაცხადა: „თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია, რომელსაც ანატოლიის სული და სინდისი მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მიაქვს“.

პროგრამაზე გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლი დედამიწის ერთ-ერთი უძველესი მოწმეა - კაცობრიობის სუფრა, სადაც ცივილიზაციები, ხალხები და ისტორია ერთმანეთს ხვდება.

მან აღნიშნა, რომ ამ სუფრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს თურქული სამზარეულო, როგორც ძლიერი ცივილიზაციური მემკვიდრეობა. ეს მემკვიდრეობა წარმოადგენს არა მხოლოდ თურქულ კერძებს, არამედ ქვეყნის კულტურულ სიმდიდრეს, რომელიც ლოკალურიდან უნივერსალურამდე ვრცელდება.

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და მიესალმა საგარეო წარმომადგენლობებს, რომლებიც თურქული სამზარეულოს კვირეულს საზღვარგარეთ აღნიშნავენ.

„სამზარეულო კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი არქივია“, - თქვა ერდოღანმა და სიტყვა შემდეგნაირად განაგრძო:

„ყველა გაშლილ სუფრაზე შესაძლებელია სტრიქონ-სტრიქონ ამოვიკითხოთ საზოგადოების რწმენა, კულტურული კოდები და გეოგრაფიასთან მისი კავშირი. როდესაც საქმე თურქულ კულინარიულ მემკვიდრეობას ეხება, ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციის სვლაზე, რომელიც საუკუნეებს ითვლის. თურქული სამზარეულოს კარი თურქესტანიდან იხსნება, მიგრაციებით ანატოლიამდე აღწევს, იქიდან კი ოსმალეთის გეოგრაფიის ყველა კუთხეში - ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ვრცელდება. ამ ისტორიულ გზაზე სხვადასხვა კულტურები ერთმანეთს ეხებიან, ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს ამდიდრებენ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ თურქებისთვის სამზარეულო და სუფრა ცივილიზაციის სკოლაა, რადგან სუფრა არის უნიკალური შეხვედრის ადგილი, რომელიც გულებს აახლოებს და სადაც ერთგულება და მადლიერება ისხამს ხორცს. მან გაიხსენა ძველი გამოთქმაც - „მარილისა და პურის უფლება“ (სტუმართმასპინძლობისა და გაზიარების ვალდებულება).

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისტორიაში ბევრი ანეკდოტი და ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებდა მტრობასაც კი ერთ სუფრასთან ჯდომა.

მისივე თქმით, თურქული სამზარეულოს კიდევ ერთი დიდი ძალაა ანატოლიის სოლიდარობის სული, რომელსაც იგი სუფრის „სულიერ ინგრედიენტად“ აქცევს; ამას კოლექტიური შრომა/ნადი კულტურა ჰქვია.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სიტყვა „იმჯე“ ანატოლიის საჩუქარია მსოფლიოსთვის: „რადგან ანატოლიაში გულები ერთმანეთს უერთდება და იქმნება კაცობრიობის დიდებული ჯაჭვი. ცხოვრების სიმძიმე მხარდამხარ მდგომი ადამიანების სოლიდარობით ფრინველის ბუმბულივით მსუბუქდება. ნიშნებისას, ქორწილისას თუ დაკრძალვისას, მეზობლები ყოველგვარი თხოვნის გარეშე იკრიბებიან და მასპინძლის საქმეს საკუთარ თავზე იღებენ. ქალები ზამთრისთვის მზადებას, ტოლმის შეხვევას, პურის გამოცხობასა და რამადანისთვის მზადებას სწორედ ამ კოლექტიური შრომის წესით აკეთებენ“.

მან ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა „ქეშქექი“ (keşkek), რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული და რომლის მომზადების ყოველი ეტაპი კოლექტიური შრომით სრულდება.

ემინე ერდოღანმა ღონისძიებაზე სტენდები მოინახულა

პროგრამაზე სიტყვით გამოვიდნენ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირი და კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ნური ერსოი, რომლებიც ღონისძიებას მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.

პროგრამაში ასევე მონაწილეობდნენ სტამბოლის გუბერნატორი დავუთ გიული მეუღლითურთ, ელჩები, კონსულები, ჟურნალისტები, სექტორის წარმომადგენლები, შეფ-მზარეულები და ხელოვანები.

ერდოღანმა თურქული სამზარეულოს კვირეული სოციალური ქსელითაც მიულოცა

პროგრამის შემდეგ ემინე ერდოღანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ მოხარულია ელჩებთან, მათ მეუღლეებთან და თურქული სამზარეულოს მოყვარულებთან შეხვედრით „თურქული სამზარეულოს კვირეულის“ გახსნაზე, რომელიც წელს მეხუთედ აღინიშნება თემით: „მემკვიდრეობა ერთ სუფრასთან“.

თავის პოსტში მან შემდეგი სიტყვები დაწერა:

„თურქული სამზარეულო ჩვენი ყველაზე დახვეწილი კულტურული ელჩია, რომელსაც ანატოლიის სული და სინდისი მსოფლიოს ოთხივე კუთხეში მიაქვს. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული იმიჯი არ შემოიფარგლოს მხოლოდ რამდენიმე ცნობილი კერძით და იგი მსოფლიოში კუთვნილ ადგილზე - „აზრის, კულტურისა და ფასეულობების სამზარეულოდ“ - წარმოვაჩინოთ. მოდით, ერთობლივად წამოვწიოთ წინ ჩვენი სამზარეულოს ისეთი ასპექტები, როგორიცაა უნარჩენო წარმოება, მდგრადობა, გარემოსთან მეგობრულობა, ჯანსაღი კვება და მრავალფეროვნება.

რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ბებიების რეცეპტებს, სამზარეულოს საიდუმლოებებსა და იმ გაყვითლებულ რეცეპტების რვეულებს. რადგან ეს ყველაფერი ჩვენი დიდი ისტორიაა. გილოცავთ თურქული სამზარეულოს კვირეულს და ვუსურვებ ჩვენს სუფრებს ბარაქას, ხოლო ჩვენს ერთობას - მარადიულობას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროგრამის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა“.

 

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა