ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ტაილანდსა და კამბოჯას შორის გამწვავებულმა სასაზღვრო შეტაკებებმა მსხვერპლი და დაშავებულები გამოიწვია
ტაილანდსა და კამბოჯას შორის გამწვავებულმა სასაზღვრო შეტაკებებმა მსხვერპლი და დაშავებულები გამოიწვია
ტაილანდსა და კამბოჯას შორის გამწვავებულმა სასაზღვრო შეტაკებებმა მსხვერპლი და დაშავებულები გამოიწვია
/ Reuters

ტაილანდსა და კამბოჯას შორის, სულ მცირე, ექვს სხვადასხვა წერტილში შეტაკებები მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ტაილანდის სამხედრო წარმომადგენლებმა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურეს.

ტაილანდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით, კამბოჯის მხრიდან გასროლილი რაკეტა სურინის პროვინციის კაპ-ჩოენგის რაიონში მდებარე საზღვრის განვითარების ცენტრს მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

სი-სა-კეტის პროვინციის კანთალაკის რაიონში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ჭურვის ჩამოვარდნამ აფეთქება და ხანძარი გამოიწვია, რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე პროვინციის კანთარარაკის რაიონის სოფელ ბან-ფუეში მდებარე სუპერმარკეტზე კამბოჯური რაკეტების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ეს ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორმა, ვატანა პუტიჩატმა დაადასტურა.

ტაილანდის არმიამ კამბოჯა ცენტრის მიმართულებით რაკეტების სროლაში დაადანაშაულა. არმიის წარმომადგენლების განცხადებით, კამბოჯის ძალების მიერ გასროლილი ორი BM-21 ტიპის რაკეტა საზოგადოებრივ ცენტრს მოხვდა. ტაილანდელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ პირველი ცეცხლი მძიმე შეიარაღებით კამბოჯის ჯარებმა გახსნეს, მაშინ როცა კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ჯარისკაცები თავდასხმის შემდეგ მხოლოდ თავს იცავდნენ.

ბოლო შეტაკება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ტაილანდელმა ჯარისკაცმა ნაღმზე აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. ტაილანდმა განაცხადა, რომ სადავო საზღვრის გასწვრივ განლაგებისთვის გამზადებული ექვსი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან ერთ-ერთმა კამბოჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნა და სამხედრო სამიზნე გაანადგურა. ხუთშაბათს დილით, ორივე ქვეყანა ამტკიცებდა, რომ შეტაკების ინიციატორი მეორე მხარე იყო.

ხუთშაბათს კამბოჯამ ტაილანდთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევისა და ბანგკოკში მყოფი მთელი დიპლომატიური პერსონალის გაწვევის შესახებ განაცხადა. Khmer Times-ი, საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით, წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ტაილანდის მიერ კამბოჯის ელჩის გაძევებას და პნომპენიდან საკუთარი ელჩის გაწვევას.

ეს დავა ათწლეულებია გრძელდება და 15 წლის წინაც სისხლიან სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. დაძაბულობა მაისში კვლავ გამწვავდა, როდესაც შეტაკებისას კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. ხუთშაბათს დილით, ტაილანდის სურინის პროვინციასა და კამბოჯის ოდარ-მეანჩეის რეგიონს შორის საზღვარზე, ორი ტაძრის მახლობლად, ახალი შეტაკებები დაიწყო.

სურინის კაბ-ჩოენგის რაიონის ხელმძღვანელმა, სუტიროტ ჩაროენთანასაკმა, Reuters-თან საუბარში კამბოჯის მხრიდან გახსნილი ცეცხლი ასე აღწერა: "საარტილერიო ჭურვები მოსახლეობის სახლებს ხვდებოდა". რაიონის ხელმძღვანელობის ცნობით, საზღვრისპირა 86 სოფლიდან 40,000 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა უსაფრთხო რეგიონებში.

კამბოჯის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მალი სოჩეატამ, განაცხადა: „ტაილანდის არმიამ, კამბოჯის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა კამბოჯის ძალებზე, რომლებიც ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიას იცავდნენ“. ტაილანდის არმია კი კამბოჯელ ჯარისკაცებს პირველი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მათ მოგვიანებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ „მიზანმიმართული თავდასხმა“ განახორციელეს.

მოგვიანებით, ექვსი შეიარაღებული კამბოჯელი ჯარისკაცი, რომელთაგან ერთ-ერთს ხელყუმბარმტყორცნი ჰქონდა, ტაილანდის საგუშაგოს წინ არსებულ მავთულხლართებიან ღობეს მიუახლოვდა. ტაილანდელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებლად დაიყვირეს, თუმცა დილის 08:20 საათზე კამბოჯის ძალებმა ცეცხლი გახსნეს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის მიმართულებით, რომელიც ტაილანდის ბაზიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

ტაილანდის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა, პუმტამ ვეჩაიაჩაიმ, სიტუაციის შესახებ განაცხადა: „სიტუაცია სიფრთხილით უნდა ვმართოთ და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად“.

აღმოაჩინეთ
სტამბოლის დეკლარაციაში თანამშრომლობის გზავნილი წინა პლანზეა
მინისტრი ფიდანი: „შუა დერეფანი“ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული ხერხემალი გახდა
სამმხრივი კავკასიური სამიტი სტამბოლში: თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი
ჰოლანდიურმა გაზეთმა, რომელმაც ღაზაში ბავშვების მკვლელობა დაადასტურა, ევროპის პრესის ჯილდო მოიპოვა
მინისტრი ფიდანი ირანელ კოლეგას ესაუბრა
ევროკავშირი განიხილავს კანდიდატი ქვეყნებისთვის შეზღუდული ინტეგრაციის ვარიანტს სრულ წევრობამდე
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის
ებოლას ეპიდემიის დროს ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
ჩილეში მკაცრი ეკონომიის ზომების საწინააღმდეგო სტუდენტური პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
ქუვეითი: ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანებულ საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი დაიწყო
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადასაყენებლად სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს