ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
რუბიო: იმედი მაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება ძალიან მალე იქნება მიღწეული
აშშ-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მიღწევები ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობას მოიტანს.
რუბიო: იმედი მაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება ძალიან მალე იქნება მიღწეული
/ Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს მომავალში დადებას, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეთრ სახლში ტრამპის კაბინეტთან შეხვედრისას, რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ წარმატებებს შორის აღნიშნა: "იმედია, ძალიან მალე გვექნება სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის".

ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დაიძაბა 1991 წელს, როდესაც სომხეთის არმიამ მოახდინა მთიანი ყარაბაღის და მის გარშემო არსებული შვიდი რეგიონის ოკუპაცია, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული.

ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანმა 2020 წლის შემოდგომაზე 44-დღიანი ომის დროს გაათავისუფლა. ომი რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, რამაც გზა გახსნა ნორმალიზაციისა და საზღვრების დელიმიტაციის მოლაპარაკებებისკენ.

2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა სრული სუვერენიტეტი მოიპოვა ყარაბაღზე, რეგიონში სეპარატისტული ძალების დანებების შემდეგ.

აღმოაჩინეთ
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები