ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
უკრაინამ ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე რუსულ ნავთობის ქარხანას დაარტყა
„სლავნეფტ-იანოსის“ ქარხანა, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, უკრაინის არმიამ FP-1 ტიპის დრონით დაარტყა, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს.
უკრაინამ ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე რუსულ ნავთობის ქარხანას დაარტყა
(არქივი) უკრაინის არმიამ რუსეთის „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ იერიში მიიტანეს ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რაკეტმზიდ რუსულ Tu-95MS ტიპის თვითმფრინავზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში: „მანძილი ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრია. ასევე გვქონდა სამართლიანი პასუხი შავ ზღვაში რუსეთის ომზე“.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ქალაქ ენგელსში რაკეტმზიდ Tu-95MS ტიპის თვითმფრინავზეც მიიტანა იერიში: „ეს ის თვითმფრინავებია, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებენ. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს სიზუსტისთვის. ეს ყველაფერი მათი თავდასხმების საპასუხო ნაბიჯია. რუსებმა უნდა იგრძნონ, როგორია მათივე ომი“.

„სლავნეფტ-იანოსის“ ქარხანა, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, უკრაინის არმიამ FP-1 ტიპის დრონით დაარტყა, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს. ობიექტში, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია, იწარმოება ბენზინი, დიზელი, საავიაციო საწვავი და სხვა ნავთობპროდუქტები.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“