ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ფაინენშალ თაიმსი: უკრაინა თებერვლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
კიევი, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გამოცხადებისთვის ემზადება.
ფაინენშალ თაიმსი: უკრაინა თებერვლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
ფაინენშალ თაიმსი: უკრაინა თებერვლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს / AP

ფაინენშალ თაიმსის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მომზადდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას 24 თებერვალს აპირებს.

გასულ კვირას სააგენტო როიტერსი იტყობინებოდა, რომ აშშ-სა და უკრაინელი მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში, ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულება რეფერენდუმზე უკრაინელ ამომრჩევლებს წარედგინება და ისინი იმავდროულად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები ეროვნული არჩევნებისა და რეფერენდუმის მაისში ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ.

რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ თუ კიევი არჩევნებს ჩაატარებს, მოსკოვი მზადაა უსაფრთხოების გარანტია გასცეს და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისგან თავი შეიკავოს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც უნდა მიეცეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა.

შაბათს გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა მოსკოვსა და კიევს თითქმის ოთხწლიანი ომის „ამ ზაფხულის დასაწყისისთვის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

იანვრის ბოლოს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული პიროვნული და პოლიტიკური მტრობა კონფლიქტის დასრულების მცდელობებს ართულებს.

„ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ყველაფერს ძალიან ართულებს. მაგრამ ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ“, - თქვა ტრამპმა.

გასული წლის განმავლობაში ტრამპმა მრავალი „ბოლო ვადა“ დააწესა, თუმცა არცერთ მათგანს შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს როგორც კონსტრუქციული და პოზიტიური, თუმცა საკვანძო საკითხებში პროგრესის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“