ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
რუსეთმა სომხეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია
აღინიშნა, რომ ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში იქნა გაწვეული.
რუსეთმა სომხეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია
რუსეთმა სომხეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ელჩი ერევანში, სერგეი კოპირკინი, კონსულტაციებისთვის მოსკოვში იქნა გამოძახებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დაკავშირებულია სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან: „ეს ნაბიჯები ზიანს აყენებს თანამშრომლობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება ასუსტებს ორმხრივ ურთიერთობებსა და სატრატეგიულ პარტნიორობას: „სომხეთის ხელისუფლების მიდგომა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესი გრძელდება, რუსული მხარისთვის მიუღებელია“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე თქვა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთის ბაზარზე გაგზავნილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სტანდარტები აღარ გავრცელდება.

პუტინმა სომხეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა: „უკრაინის კრიზისი თავის დროზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო“.

აღმოაჩინეთ
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ერდოღანი: „მეტი კონფლიქტი რეგიონისთვის მეტი დანაკარგის გარდა არაფერს ნიშნავს“
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა