ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
რუსეთმა შავ ზღვაში ორ სატვირთო გემზე მიიტანა იერიში, ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში სურსათის გადამზიდ სატვირთო გემებს დაესხა თავს.
რუსეთმა შავ ზღვაში ორ სატვირთო გემზე მიიტანა იერიში, ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა შავ ზღვაში ორ სატვირთო გემზე მიიტანა იერიში, ერთი ადამიანი დაიღუპა / Reuters

უკრაინამ განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთმა შავ ზღვაში, სამხრეთ სანაპიროსთან, ორ სატვირთო გემს დაარტყა, რის შედეგადაც ერთ-ერთ გემზე ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

რეკონსტრუქციის მინისტრმა, ოლექსი კულებამ Telegram-ში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გემი სამხრეთში მდებარე ჩორნომორსკის პორტში მარცვლეულის დასატვირთად მიემართებოდა, ხოლო მეორეს ოდესის პორტთან ახლოს დაარტყეს, როდესაც მას სოიო გადაჰქონდა.

„სამწუხაროდ, თავდასხმას ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის, სირიის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი განზრახ იღებს სამიზნეში სამოქალაქო ობიექტებს, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებსა და სურსათის ლოჯისტიკას“, - განაცხადა კულებამ.

გასულ თვეში უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ორ სატვირთო ბორანზე თავდასხმაში, რომელთაგან ერთს მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, მეორეს კი — ახალი ხილი, ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტები.

თურქეთის მოწოდებები თავშეკავებისკენ შავ ზღვაში

მას შემდეგ, რაც გასულ თვეში უკრაინამ განაცხადა, რომ რეგიონში რუსეთთან დაკავშირებულ ტანკერებს საზღვაო დრონები დაესხნენ თავს, თურქეთმა გამოსცა გაფრთხილება, რომ შავ ზღვაში „დაძაბულობა შემაშფოთებლად იზრდება“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დეკემბერში თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას, რუსეთ-უკრაინის ომში პორტებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების საკითხზე „შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტისკენ” მოუწოდა.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“