ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
Hürjet-მა კურსი „ლურჯი სამშობლოსკენ“ აიღო
თურქული წარმოების მოწინავე საწვრთნელი და მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი Hürjet-ი (ჰურჟეტი) თავის მიზნებს აფართოებს
Hürjet-მა კურსი „ლურჯი სამშობლოსკენ“ აიღო
Hürjet-მა კურსი „ლურჯი სამშობლოსკენ“ აიღო / AA

თურქული წარმოების მოწინავე საწვრთნელი და მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი Hürjet-ი (ჰურჟეტი) თავის მიზნებს აფართოებს. ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ეროვნული რეაქტიული თვითმფრინავის სპეციალურ ვერსიაზე, რომელიც შეძლებს საზღვაო პლატფორმებზე აფრენა-დაჯდომას.

ეროვნული რეაქტიული თვითმფრინავის კურსი, რომელმაც ცაში შესრულებული მანევრებით თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა, ახლა „ლურჯი სამშობლოსკენ“ (თურქეთის საზღვაო სტრატეგიული კონცეფცია) არის მიმართული.

მოპოვებული ინფორმაციით, ოფიციალურად დაიწყო მუშაობა Hürjet-ის იმ ვერსიაზე, რომელსაც საზღვაო პლატფორმებზე დაჯდომა და აფრენა შეეძლება.

ეროვნული თვითმფრინავის ეს ახალი კონცეფცია სტანდარტული სახმელეთო ბაზირების თვითმფრინავებისგან სრულიად განსხვავებული ინჟინერიით იქნება დაპროექტებული.

თვითმფრინავის შასი (დასაჯდომი მოწყობილობა) და კორპუსის ჩონჩხი გაძლიერდება დამატებითი ამორტიზაციის მახასიათებლებით, რადგან მას მოკლე ასაფრენ ბილიკებზე მკვეთრი კუთხით დაჯდომა მოუწევს.

გარდა ამისა, გემბანზე მცირე მანძილზე უსაფრთხოდ გაჩერების მიზნით, ფიუზელაჟის ქვეშ ინტეგრირებული იქნება სპეციალური „დამჭერი კაუჭის“ სისტემა.

ის ფრენებს რთულ პირობებში განახორციელებს

ამ მისიაში Hürjet-ისთვის ყველაზე დიდი გამოცდა ღია ზღვის მკაცრი პირობები იქნება. მაღალი ტენიანობისა და მარილიანი წყლის კოროზიული ეფექტისგან დასაცავად, თვითმფრინავი სრულად იქნება „მარიინიზებული“ (საზღვაო პირობებთან შეგუებული).

ძრავის კომპონენტებიდან დაწყებული კორპუსის შენადნობებით დამთავრებული, ზუსტი ავიონიკური სისტემებითა და ელექტრონული ნაწილებით, მთელი თვითმფრინავი მაქსიმალურად მდგრადი გახდება ჟანგისა და ცვეთის მიმართ.

მნიშვნელოვანი როლი საექსპორტო ბაზარზე

Hürjet-ი, რომელმაც წარმატებით გადააჭარბა ბგერის სიჩქარეს და გაიარა რთული სიმაღლის ტესტები, საექსპორტო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.

ესპანეთთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პირველი Hürjet-ების მიწოდება ამ ქვეყნისთვის 2028 წლიდან დაიწყება.

რეაქტიული თვითმფრინავები აქტიურად იქნება გამოყენებული 2029 და 2030 წლების სასწავლო კურსებზე. 2030-დან 2035 წლამდე პერიოდში კი მიწოდება დასრულდება და სულ 30 ერთეული Hürjet-ი დაიკავებს ადგილს ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმის დახურვის პროგრამას დაესწრება
ემინე ერდოღანი: „ნულოვანი ნარჩენების ფორუმს“ ისტორიულ შეხვედრად მივიჩნევთ
მინისტრი ფიდანი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბანგლადეშთან თანამშრომლობის განვითარება
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სამთავრობოებსშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ოქმი გაფორმდა
ისლამური ეკონომიკის მე-3 გლობალური სამიტი გრძელდება
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
აზერბაიჯანმა და თურქეთმა 33 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს
თურქეთი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ
ASELSAN-სა და SSB-ს შორის 845 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი შეთანხმება
ფიდანი: "ირან-აშშ მოლაპარაკებებში შეთანხმება ყველაზე ახლოს არის, ვიდრე ოდესმე"
პრეზიდენტი ერდოღანი ალჟირის პრეზიდენტ ტებუნს ესაუბრა
პრეზიდენტი ერდოღანი: ღაზაში ჩემს ძმებსა და დებს სოლიდარობის ყველაზე ძლიერ გზავნილებს ვუგზავნი
პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი მსოფლიოში იშვიათ წარმატების ისტორიას წერს
პრეზიდენტ ერდოღანის სატელეფონო დიპლომატია