ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საერთაშორისო საზოგადოებას ნეთანიაჰუს მთავრობის სიცრუის არ სჯერა
„ისრაელის საგარეოს განცხადებაში ჩვენი ბატონი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სიცრუე და ცილისწამება ასახავს იმ მხდალ და და გახრწნილ მენტალიტეტს, რომელშიც ისრაელის მთავრობაში მყოფი დამნაშავეები, უპირველესად კი თავად ნეთანიაჰუ იმყოფებიან“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საერთაშორისო საზოგადოებას ნეთანიაჰუს მთავრობის სიცრუის არ სჯერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საგარეო უწყების მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ჩვენი ბატონი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სიცრუე და ცილისწამება ასახავს იმ მხდალ და გახრწნილ მენტალიტეტს, რომელშიც ისრაელის მთავრობაში მყოფი დამნაშავეები, უპირველესად კი თავად ნეთანიაჰუ იმყოფებიან.

ღაზაში გენოციდის ჩადენით მთელი ისრაელელი ხალხისთვის ისტორიული სირცხვილის მომტანი, ასევე თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უპრეცედენტო ექსპანსიონიზმის გამოვლენით რეგიონული და გლობალური არასტაბილურობის მთავარი შემოქმედი ნეთანიაჰუსა და მისი დანაშაულებრივი ქსელის ხელშეუხებლობა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ქრება.

გებელსის პროპაგანდისტული მანქანის მსგავსად მომუშავე ისრაელის ინსტიტუტების მცდელობები უკვე აღარ კმარა და საერთაშორისო საზოგადოებას ნეთანიაჰუს მთავრობის სიცრუის აღარ სჯერა.

თურქეთმა, ჩვენი პრეზიდენტის ლიდერობით, ნეთანიაჰუს მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ პატიოსანი და მტკიცე პოზიცია გამოავლინა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სიმართლის დაცვასა და მის ღიად გაჟღერებას“.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“