ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
შტო-ს სამიტი ტიანძინში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
მოსალოდნელია, რომ სამიტის დასასრულს ლიდერები ხელს მოაწერენ ტიანძინის დეკლარაციას, შედეგების დოკუმენტებთან ერთად და დაამტკიცებენ 10-წლიან სტრატეგიას.
შტო-ს სამიტი ტიანძინში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
/ Reuters

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შტო) 25-ე სამიტი ჩინეთის ჩრდილოეთ ქალაქ ტიანძინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის გახსნითი სიტყვით დაიწყო.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყველა მხარესთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების ფორუმის ახალ დონეზე აყვანას და ახალი გლობალური უსაფრთხოების წესრიგის ხედვა წარმოადგინა.

სამიტის გახსნის სიტყვაში, სი ძინპინმა, რომელმაც ჩინეთის ჩრდილოეთით, ტიანძინში მიმდინარე ორდღიან სამიტზე 20-ზე მეტ მსოფლიო ლიდერს მიმართა, ხაზი გაუსვა, რომ ფორუმი აშკარად ეწინააღმდეგება გარე ჩარევებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ორგანიზაცია ქმნის საერთაშორისო ურთიერთობების ახალ მოდელს.

ჩინეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მსოფლიო წესრიგში არსებული "მჩაგვრელი ქცევები" და ლიდერებს მოუწოდა "ერთგულნი დარჩნენ სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებისადმი, წინ აღუდგნენ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკების კონფლიქტებსა და მჩაგვრელ ქცევებს".

"შტო-მ უნდა გამოიყენოს ჩვენი უზარმაზარი ბაზრების ძალა", - განაცხადა სი ძინპინმა და ხაზი გაუსვა ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამართლიანობასა აშშ-ს საბაჟო გადასახადების ფონზე.

გარდა ამისა, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ამ წელს შტო-ს წევრ ქვეყნებს 2 მილიარდი იუანის (280,4 მილიონი დოლარი) გრანტს გამოუყოფს.

ჩინეთი ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბანკთაშორისი კონსორციუმის წევრ ბანკებს 10 მილიარდი იუანის (1,4 მილიარდი დოლარი) დამატებით კრედიტს გამოუყოფს.

10 წევრიანი ბლოკის ლიდერები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტიანძინის ქალაქში ერთად შეიკრიბნენ საოჯახო ფოტოსთვის, სანამ ეროვნულ განცხადებებს გააკეთებდნენ. ეს მომენტები სატელევიზიო კადრებში აისახა.

მოსალოდნელია, რომ სამიტის დასასრულს ლიდერები ხელს მოაწერენ ტიანძინის დეკლარაციას, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კულტურული თანამშრომლობის შესახებ საბოლოო დოკუმენტებთან ერთად და დაამტკიცებენ 10-წლიან სტრატეგიას.

სამიტი ასევე გამოაქვეყნებს განცხადებებს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებით.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა