ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტის ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაღუპა
ადგილობრივი გაზეთი Le Nouvelliste თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტის ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაღუპა
შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტის ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაღუპა / AFP

პოლიციის განცხადებით, შვეიცარიის მდიდრულ სამთო-სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში (Crans-Montana), საახალწლო ღამეს ხალხმრავალ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიის ვალეს (Wallis) კანტონის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ტურისტებისთვის პოპულარულ ბარში საახალწლო ზეიმის დროს „ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ხანძარი“ გაჩნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მრავალი ადამიანი გარდაიცვალა, ბევრი კი დაშავდა“. ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ შემთხვევა „სერიოზულია“ და „მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საგანგებო ოპერაცია“.

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა პოლიციის, სახანძრო და სამაშველო ჯგუფების დიდი რაოდენობა მრავალი მსხვერპლის დასახმარებლად“. ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შვეიცარიული გაზეთი Blick, შემთხვევის ადგილზე მყოფ ექიმზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა „ათეულობით“ იყოს. რეგიონული გამოცემა Le Nouvelliste კი წერს, რომ მათი წყაროები „მძიმე შედეგებზე“ საუბრობენ - დაახლოებით 40 დაღუპულსა და 100 დაშავებულზე.

შვეიცარიულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ცეცხლში გახვეული შენობა და ადამიანები, რომლებიც სიბნელეში ყვირილით გარბიან.

ზოგიერთი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ ხანძარი შესაძლოა კონცერტის დროს გამოყენებული პიროტექნიკის გამო გაჩნდა, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

პოლიციის წარმომადგენელმა, გაეტან ლატიონმა AFP-სთან მანამდე განაცხადა, რომ თავდაპირველად მოხდა „გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული აფეთქება“. მისი თქმით, აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა ბარში „Le Constellation“, სადაც საახალწლო ზეიმის აღსანიშნავად 100-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში AFP-ის კორესპონდენტმა კრანს-მონტანასკენ მიმავალ გზაზე სასწრაფო დახმარების უამრავი მანქანა შენიშნა. პოლიციამ გამოაცხადა, რომ ტერიტორია „საზოგადოებისთვის სრულად ჩაიკეტა“ და კრანს-მონტანას თავზე „არასაფრენი ზონა“ გამოცხადდა.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ