ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ

„09:00 GMT საათისთვის ჯარებმა პოზიციები დაიკავეს ოპერატიული განლაგების ახალ ხაზებზე“, - განაცხადა ისრაელის არმიამ.

ღაზა / Reuters

ისრაელმა პარასკევს გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2025 წლის 10 ოქტომბერს, შუადღისას (09:00 GMT).

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა ისრაელის დროით 12:00 საათზე. 12:00 საათიდან არმიის ნაწილებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გატაცებულების დაბრუნების ფარგლებში განსაზღვრული ახალი საოპერაციო განლაგების ხაზებზე დაიკავეს პოზიციები“, - ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსთვის“ გაგზავნილ წერილობით განცხადებაში.

განცხადებაში დამატებითი დეტალების გარეშე ნათქვამია, რომ დანაყოფები განლაგდნენ სამხრეთ სარდლობის ზონაში და „გააგრძელებენ მუშაობას ნებისმიერი დაუყოვნებელი საფრთხის აღმოსაფხვრელად“.

რეგიონიდან სააგენტო “ანადოლუ”-ს კორესპონდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებასთან ერთად, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პალესტინელმა დაიწყო ქალაქ ღაზში დაბრუნება სამხრეთ ღაზის სექტორიდან ალ-რაშიდის ქუჩის გავლით, მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ალ-რაშიდისა და სალადინის გზები გაიხსნა.

ისრაელის არმიამ პარასკევს დაიწყო ღაზიდან ჯარების თანდათანობითი გაყვანის პირველი ფაზა. ისრაელის მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ღაზის ომის დასრულების გეგმაში განსაზღვრული ტერიტორიებიდან გასვლა 24 საათის განმავლობაში დასრულდება.

ისრაელის არმიის რადიოს ცნობით, ეტაპობრივი გაყვანა, რომელიც ტრამპის გეგმის შესაბამისად ხორციელდება, პარასკევს შუადღისთვის დასრულდება.