ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
დედაქალაქში ხვალ „გლოვის დღე“ გამოცხადდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
(არქივი) ზელენსკი: კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმიის მიერ დედაქალაქ კიევზე მიტანილი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკიმ შეაფასა რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმები, პირველ რიგში კიევზე და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული არმიის მიერ კიევზე მიტანილი თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და ბავშვთა საავადმყოფო დაზიანდა, და არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 40-ს შეადგენს, ასევე კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში 1 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ ღამით უკრაინის სხვადასხვა რეგიონიც ამოიღო მიზანში: „მტერმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე გამშვებ პუნქტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, ხოლო ჩერნიჰივის ოლქში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე“.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები სჭირდებათ, და განაგრძო:

„მაშინ, როდესაც მოსკოვი ინვესტირებას ბალისტიკურ იარაღსა და ესკალაციაში ახდენს, მსოფლიო, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ იძლევა ასეთ თავდასხმებზე სათანადო პასუხს. სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ იფიქრებს“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა ამ ღამით თავდასხმებისას 168 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი და 44 რაკეტა გამოიყენა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 39 რაკეტა და 145 დრონი განეიტრალდა.

კიევში ხვალ გლოვის დღე გამოცხადდა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რუსული არმიის თავდასხმების შედეგად კიევში 12 ადამიანის დაღუპვის გამო, 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღმოაჩინეთ
არაღჩი: „აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების განხორციელების წინაშე ყველაზე დიდი დაბრკოლება ისრაელია“
იაპონელი მინისტრი: აშშ-სა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა რეგიონისთვის 'სასიცოცხლო მნიშვნელოვანია'
ისრაელმა სირიის იდლიბის პროვინციაში მდებარე აბუ ალ-დუჰურის სამხედრო აეროდრომი დაბომბა
ფილიპინების ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტ ერდოღანის „17 აგვისტოს“ გზავნილი
უკრაინა: „რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა“
რუსეთი: „უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბელგოროდის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა“
ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმა სამხრეთ ლიბანზე
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: „ომი აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა დასრულდეს“
ტრამპის დირექტივა პენტაგონს: სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი შემცირდება
პრეზიდენტი ერდოღანი ტელეკომპანია AL JAZEERA-ს ესაუბრა:
პაპმა ლეო XIV-მ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ისრაელის ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა
ტრამპმა მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ხელმოწერის გამო დიდი კმაყოფილება გამოხატა
თურქეთის 17 წლამდე გოგონათა ფრენბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა