ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰამასმა ირანს მოუწოდა, მეზობელი ქვეყნების დაბომბვისგან თავი შეიკავოს
პალესტინურმა წინააღმდეგობის ჯგუფმა ჰამასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის უფლება აქვს, ამასთანავე, თეირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს მეზობელი ქვეყნების სამიზნეში ამოღებისგან.
ჰამასმა ირანს მოუწოდა, მეზობელი ქვეყნების დაბომბვისგან თავი შეიკავოს
ჰამასმა ირანს მოუწოდა, მეზობელი ქვეყნების დაბომბვისგან თავი შეიკავოს / AP

ჰამასმა შაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ირანის უფლებას დაიცვას თავი ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ, თუმცა მიუთითა, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ჯგუფმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ნაბიჯების გადადგმისკენ 28 თებერვალს დაწყებული და ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული ომის დასასრულებლად.

ჰამასმა თავის განცხადებაში აღნიშნა: „ვადასტურებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ფარგლებში ამ აგრესიას ყველა არსებული საშუალებით უპასუხოს, ამავდროულად, მოვუწოდებთ ჩვენს ძმებს ირანში, თავი შეიკავონ მეზობელი ქვეყნების სამიზნეში ამოღებისგან“.

ჰამასმა, რომელმაც ღაზაში ისრაელთან ორწლიანი დამანგრეველი ომი გამოიარა, განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა იმუშაოს მიმდინარე ომის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.

ჰამასმა მანამდე, ომის პირველ დღეს, ირანის იმდროინდელი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობა „საძაგელ დანაშაულად“ შეაფასა და ღიად აღიარა ხამენეის მიერ პალესტინის მოძრაობისთვის მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა.

ჯგუფმა აღნიშნა, რომ ხამენეი პალესტინელ ხალხს, მათ საქმესა და წინააღმდეგობას ყოველგვარ პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევდა.

ჰამასის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა AFP-სთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მოძრაობა ამ საკითხთან დაკავშირებით ირანელ ოფიციალურ პირებთან კონტაქტზეა.

„ისრაელის მხირდან ოკუპაცია მიზნად ისახავს განხეთქილების ჩამოგდებას ირანსა და მის არაბ და ისლამურ მეზობლებს შორის“, — განაცხადა წყარომ, რომელმაც მედიასთან საუბრის უფლებამოსილების არქონის გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებით, რომელთა სამიზნეც სულ მცირე 10 ქვეყანა გახდა.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
„TEKNOFEST Mavi Vatan 2026“ დღეს იწყება
ქეჩელის განცხადება საბერძნეთის განახლებადი ენერგიის ჩარჩო-გეგმის შესახებ
პრეზიდენტმა ერდოღანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთში საწვავის დეფიციტი კვლავ ღრმავდება
თურქულ-ამერიკულმა ჯგუფებმა აშშ-ის კონგრესს თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის დამტკიცებისკენ მოუწოდეს
ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან წელს ახალ შეხვედრას ითხოვს
თურქეთმა უარყო ისრაელის ბრალდებები სირიის მიმართ და „უკანონო“ საჰაერო თავდასხმები დაგმო
ირანის არმიის გაფრთხილება ყურის ქვეყნებს: „ნუ დაუჭერთ მხარს აშშ-ს ირანზე თავდასხმებისას“
ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა გამოაქვეყნა გამოსახულება, სადაც ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ტერიტორიად“ არის ნაჩვენები
„ლურჯი სამშობლოს“ მღელვარება გოლჯუქში: დაიწყო TEKNOFEST-ზე რეგისტრაცია
თურქეთმა 2026-2030 წლების ხელოვნური ინტელექტის საგზაო რუკა წარადგინა
UKMTO: „ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყეს“