გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებად განკუთვნილი 2 ტიპის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.
სააგენტო „იონჰაპის“ (Yonhap) მიერ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გუშინ აღმოსავლეთის ზღვაში (იაპონიის ზღვა) საბრძოლო მასალის გამოცდა ჩაატარა.
აღინიშნა, რომ ჩრდილოეთმა გამოსცადა წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებად განკუთვნილი 2 ტიპის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა.
როგორც იუწყებიან, აღნიშნული გამოცდების მიზანი წყალქვეშა საბრძოლო სისტემების მოქმედების არსებული უნარისა და მანევრულობის შემოწმება იყო.
სამხრეთ კორეის მთავრობამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლებმაც ზღვაში ჩავარდნამდე 900 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.


















