ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
წარმომადგენელთა პალატაშიც დემოკრატები ლიდერობენ
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს

აშშ-ის 2026 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა სენატის საარჩევნო ადგილებიდან 20, ხოლო რესპუბლიკელებმა 12 ადგილი მოიპოვეს. 

სააგენტო Associated Press-ის (AP) მიერ გამოცხადებული არაოფიციალური შედეგების თანახმად, იმ შტატებში, სადაც საარჩევნო უბნები დაიხურა, სენატის არჩევნების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

მას შემდეგ, რაც სენატში საარჩევნო ადგილებიდან 20 დემოკრატებმა, ხოლო 12 რესპუბლიკელებმა მიიღეს, დემოკრატებმა 54, ხოლო რესპუბლიკელებმა 43 ადგილს მიაღწიეს. 

დემოკრატებმა, რომლებმაც რესპუბლიკელებს 7 ადგილი წაართვეს, სენატში უმრავლესობა უზრუნველყვეს. 

წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში კი დემოკრატებმა 225, ხოლო რესპუბლიკელებმა 136 ადგილი მოიპოვეს. 

ამგვარად, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჩამოართვეს. 

რესპუბლიკელების 25 ადგილი დემოკრატების ხელში გადავიდა. 

აშშ-ის შუალედური არჩევნები 

აშშ-ის მოსახლეობა საკუთარ შტატებში გუბერნატორისა და სხვა ადგილობრივი თანამდებობების გარდა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყველა — 435 ადგილისა და სენატის 100 ადგილიდან 35 ადგილისთვის მივიდა საარჩევნო ყუთებთან. 

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში 435-ადგილიანი წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრის ასარჩევად ორ წელიწადში ერთხელ ტარდება არჩევნები — ერთხელ საყოველთაო არჩევნებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევენ, მეორედ კი შუალედურ არჩევნებში. 

კონგრესის 100-წევრიან სენატის პალატაშიც 6 წლის ვადით არჩეული სენატორების ერთი მესამედი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ არჩევნებით ახლდება.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს