ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ნიუ-იორკის მერმა მამდანიმ მოვალეობის შესრულება ისტორიული ცერემონიით დაიწყო
დემოკრატ-სოციალისტი გახდა პირველი მუსლიმი და სამხრეთაზიელი, რომელიც ნიუ-იორკის მერად აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა ბავშვზე საყოველთაო ზრუნვას, ქირის გაყინვასა და ყველა ნიუ-იორკელის დაცვას.
ნიუ-იორკის მერმა მამდანიმ მოვალეობის შესრულება ისტორიული ცერემონიით დაიწყო
ნიუ-იორკის მერმა მამდანიმ მოვალეობის შესრულება ისტორიული ცერემონიით დაიწყო / AP

ზორან მამდანიმ ქალაქის მერიაში (City Hall) გამართულ ცერემონიაზე ოფიციალურად დადო ფიცი, როგორც ნიუ-იორკის 112-ე მერმა. ის გახდა პირველი მუსლიმი და სამხრეთაზიელი, რომელიც აშშ-ის უდიდეს ქალაქს უხელმძღვანელებს.

მამდანიმ ფიცი წმინდა ყურანზე დადო. ფიცის დადების ცერემონიას უკვე მეორედ უძღვებოდა აშშ-ის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც მის პროგრესულ კამპანიას უჭერდა მხარს.

მერიაში შეკრებილ მხარდამჭერებს, ქალაქის მაღალჩინოსნებსა და ოჯახის წევრებს მამდანიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გპირდებით: თუ თქვენ ნიუ-იორკელი ხართ, მე თქვენი მერი ვარ. ჩვენი იდეები ერთმანეთს ემთხვეოდეს თუ არა, მე დაგიცავთ, თქვენთან ერთად ვიზეიმებ, თქვენთან ერთად ვიგლოვებ და არასოდეს დაგტოვებ, ერთი წამითაც კი“.

„მე დემოკრატ-სოციალისტად ამირჩიეს და დემოკრატ-სოციალისტური პრინციპებით ვმართავ. რადიკალის იარლიყის მიწებების შიშით ჩემს პრინციპებზე უარს არ ვიტყვი“, - განაცხადა მამდანიმ და კიდევ ერთხელ დაადასტურა წინასაარჩევნო დაპირებები ბავშვზე საყოველთაო ზრუნვისა და ბინის ქირის გაყინვის შესახებ.

მამდანის თქმით, მისი ადმინისტრაცია არცერთ ნიუ-იორკელს არ დატოვებს ელემენტარული საჭიროებების გარეშე და არ დაუშვებს, რომ ქალაქი მხოლოდ მდიდარ ელიტას ან დაყოფილ სტრუქტურას ემსახურებოდეს.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქალაქის მრავალფეროვნებას და აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის ისტორიას დაწერენ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე - პუშტუდან და მანდარინიდან დაწყებული, იდიშითა და კრეოლურით დამთავრებული, და რომლებიც ლოცულობენ მეჩეთებში, სინაგოგებში, ეკლესიებში, გურდვარებსა თუ ტაძრებში. „ბეი-რიჯში (Bay Ridge) მცხოვრები პალესტინელი ნიუ-იორკელები აღარ იქნებიან იმ პოლიტიკის მსხვერპლნი, რომელიც საყოველთაოობაზე საუბრობს, თუმცა მათ გამონაკლისად აქცევს“, - დასძინა მან.

„ყველაზე დიდი პოლიტიკური სიურპრიზი“

სანდერსმა მამდანის გამარჯვებას თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სიურპრიზი უწოდა და აღნიშნა, რომ დაპირებები საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოებასა და ბავშვთა უფასო მოვლაზე არა რადიკალური, არამედ სწორი და ჰუმანური ნაბიჯებია.

კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა განაცხადა, რომ მამდანის მოსვლა ქალაქისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია და მას „ყველას მერი“ უწოდა.

ცერემონია შუაღამისას გამართული სიმბოლური ფიცის დადების შემდეგ ჩატარდა. 34 წლის მამდანი ბოლო თაობების განმავლობაში ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა და აფრიკაში დაბადებული პირველი მერი გახდა. ის უგანდაში, კამპალაში, ინდოელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა და აშშ-ის მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო.

აღმოაჩინეთ
2001-დან 2026 წლამდე: თურქეთის „AK Parti-ა“ (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) 25 წლისაა
ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთი „ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
პრეზიდენტი ერდოღანი დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს შეხვდა
CIA ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ინფორმაციას ტრამპის წინააღმდეგ მომზადებული შეთქმულების შესახებ
ეგვიპტეში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
თურქეთ-პაკისტან-საუდის არაბეთის პაქტი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ერთობლივ შესაძლებლობებს გააძლიერებს
ოპერაცია ალიჰან ქურიშის დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ
პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა
კოლუმბიამ ორშაბათს მომხდარი 7,4 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
რუსეთი: უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა
ფიდანმა ტრიპოლიში თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა მოინახულა
გერმანია სპეცსამსახურებისთვის ფართომასშტაბიანი ახალი ფარული უფლებამოსილებების მინიჭებას გეგმავს
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
ლიბანის პარლამენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის შესახებ