ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპის სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსთან, კატარზე თავდასხმის თაობაზე დაძაბული იყო
როგორც იუწყებიან, ნეთანიაჰუმ საუბრისას ტრამპს განუცხადა, რომ ყატარზე თავდასხმისთვის მოკლე შესაძლებლობის ფანჯარა იპოვა და ის გამოიყენა.
ტრამპის სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსთან, კატარზე თავდასხმის თაობაზე დაძაბული იყო
/ AP

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ცხარე სატელეფონო საუბრისას გამოხატა „ღრმა იმედგაცრუება“ იმის გამო, რომ ისრაელის მიერ კატარში ჰამასის წარმომადგენლებზე თავდასხმა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ექსკლუზიური ცნობის მიხედვით, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ კატარის დედაქალაქ დოჰაში პალესტინური დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერების სამიზნედ არჩევის გადაწყვეტილება არ იყო გონივრული და რომ ის „გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ თავდასხმის შესახებ - ისრაელიდან კი არა, - აშშ-ის არმიიდან შეიტყო“. ოფიციალური პირების თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა განხორციელდა სხვა აშშ-ის მოკავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ღაზას ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების შუამავალი იყო.

ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ თავდასხმის დასაწყებად მოკლე შესაძლებლობის ფანჯარა იპოვა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

ოფიციალური პირების ცნობით, ამ საუბრის შემდეგ უფრო მეგობრული მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამ საუბარში ტრამპმა ნეთანიაჰუს ჰკითხა, იყო თუ არა თავდასხმა წარმატებული, მაგრამ ნეთანიაჰუმ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

მოგვიანებით ჰამასმა დაადასტურა, რომ მისი ხელმძღვანელობა თავდასხმას გადაურჩა, თუმცა განაცხადა, რომ დაიღუპა ჯგუფის ხუთი წევრი და ერთი ყატარელი უსაფრთხოების თანამშრომელი.

ტრამპი ნეთანიაჰუზე გაბრაზებულია

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ისრაელის ძლიერი მხარდამჭერია, ის სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა იმით, რომ ნეთანიაჰუ მას მუდმივად რთულ მდგომარეობაში აყენებს აშშ-ის მოსაზრების გათვალისწინების გარეშე განხორციელებული აგრესიული ნაბიჯებით.

მსგავს ცნობებში ვარაუდობენ, რომ თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს მიაჩნდათ, რომ ნეთანიაჰუ სირიაზე ივლისში თავდასხმის შემდეგ „გიჟი კაცივით“ იქცეოდა.

კატარმა თავდასხმა დაგმო, როგორც „მშიშარა ქმედება“ და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, და განაცხადა, რომ არ შეეგუება ისრაელის „უპასუხისმგებლო ქცევას“.

ყურის ქვეყანა კატარი, აშშ-სა და ეგვიპტესთან ერთად, ცენტრალურ როლს ასრულებს შუამავლობის მცდელობებში ღაზაში ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად, სადაც 2023 წლის ოქტომბრიდან 64 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დოჰაზე ისრაელის თავდასხმის წინააღმდეგ კოლექტიური რეგიონული პასუხი მზადდება და რომ არაბ და ისლამურ პარტნიორებთან კონსულტაციები გრძელდება.

ალ-თანიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა: „რეგიონიდან პასუხი მოვა. ეს პასუხი ამჟამად სხვა რეგიონულ პარტნიორებთან კონსულტაციისა და განხილვის ეტაპზეა.“

აღმოაჩინეთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს
ივნისის სიცხის ტალღის დროს ევროპელთა ორ მესამედზე მეტისთვის ტემპერატურამ 35°C-ს გადააჭარბა
ისტორიული ზღვარი თავდაცვისა და ავიაციის ექსპორტში
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: „ნატოს თურქეთი სჭირდება“
WMO: El Niño-ს გაძლიერებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკის ზრდაა მოსალოდნელი