ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს; აზერბაიჯანმა თურქმენეთს ნავთობტანკერი აჩუქა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა

თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, აზერბაიჯანში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მრეწველობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ალიევისა და ბერდიმუჰამედოვის მონაწილეობით, გაიმართა აზერბაიჯანის მიერ თურქმენეთისთვის ნაჩუქარი ნავთობტანკერ „დოსტლუკის“ (მეგობრობა) გადაცემის ონლაინ ცერემონია.

ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში აგებული ტანკერის სიგრძე 141 მეტრია, სიგანე – 16,9 მეტრი, ხოლო წყალშივა – 4,54 მეტრი. 7 875 ტონა ტვირთამწეობის მქონე ტანკერი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ სიმბოლოდ განიხილება.

მოლაპარაკებების შემდეგ ალიევმა და ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. გარდა ამისა, შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი საბაჟო, სპორტის, შრომისა და სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის, მრეწველობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში.

დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

ალიევმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო გეოგრაფიული რეგიონისთვისაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში საიმედო და უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნების რაოდენობა შეზღუდულია და დასძინა: „ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა რომ არა, არსებული გეოგრაფიული შესაძლებლობები მარტო ვერ უზრუნველყოფდა ამ პროექტების განხორციელებას. შევთანხმდით ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში კოორდინაციის გაძლიერებაზე, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ მზარდი ტვირთბრუნვა და მოვიზიდოთ ახალი ტვირთები მესამე ქვეყნებიდან“.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაიხადა აზერბაიჯანის მიერ ნაჩუქარი ნავთობტანკერ „დოსტლუკისთვის“ და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობების სიმბოლოა.

ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ ტანკერი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას და ხაზი გაუსვა, რომ თურქმენეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანელ და თურქმენ ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები, საერთო ისტორია, კულტურა, ენა და სულიერი ღირებულებები აკავშირებს.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება