ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ბურკინა-ფასომ საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
უაგადუგუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაგრძელების პირობები ამოიწურა და საფრანგეთი „დამანგრეველი ქსელებისა“ და „ტერორისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ბურკინა-ფასომ საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ბურკინა-ფასომ საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა / AFP Archive

ბურკინა-ფასოს მთავრობამ პარასკევს სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, რომ საფრანგეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და საგარეო ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო წლების განმავლობაში გაუარესებულ ურთიერთობებს.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების „ყოვლისმომცველი შეფასების“ საფუძველზე იქნა მიღებული.

დასავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა ებრძვის შეიარაღებულ ამბოხებას, რომელიც მეზობელი მალიდან გავრცელდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიონობით ადამიანის დევნილად ქცევა გამოიწვია.

კომუნიკაციების მინისტრმა ჟილბერტ უედრაოგომ განაცხადა: „არ არსებობს აუცილებელი საბაზისო პირობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებისთვის“.

უედრაოგოს თქმით, პარიზთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში 26 ივნისს შევიდა.

მინისტრმა საფრანგეთი „დამანგრეველი ქსელებისა“ და „ტერორისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა, თუმცა ამ ბრალდებების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. პარიზის ადმინისტრაცია ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ ბრალდებებს მანამდეც კატეგორიულად უარყოფდა.

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს