ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ალჟირის პრეზიდენტი: „ისრაელის აგრესია პალესტინას ბოლოს ვერ მოუღებს“
აბდელმაჯიდ ტებუნმა განაცხადა: „ალჟირი ოკუპირებულ პალესტინაში მყოფი ძმების მხარდაჭერას გააგრძელებს და მათი კანონიერი უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“.
ალჟირის პრეზიდენტი: „ისრაელის აგრესია პალესტინას ბოლოს ვერ მოუღებს“
აბდელმაჯიდ ტებუნი / AA

ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელი ცდილობს ღაზაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს და ხაზგასმით თქვა, რომ ისრაელის აგრესია „პალესტინას ბოლოს ვერ მოუღებს“.

ალჟირის პრესის სამსახურის (APS) ცნობით, ტებუნის მიმართვა დედაქალაქ ალჟირში, პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ყოველწლიურად 29 ნოემბერს აღინიშნება, ალჟირის მუჯაჰიდებისა (ომის ვეტერანთა) და უფლებამოსილ პირთა მინისტრმა, აბდელმალეკ ტაჩერიფტმა წაიკითხა.

ტებუნმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიმდინარე თავდასხმები პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ტებუნმა განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ ისრაელი ცდილობს ღაზაში ცხოვრება აუტანელი გახადოს, ის ასევე იტაცებს პალესტინის მიწებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში.

„ისრაელის განგრძობითი თავდასხმები პალესტინას ბოლოს ვერ მოუღებს“, - განაცხადა ტებუნმა. მან აღნიშნა, რომ ისრაელი ამ მიზნის მიღწევას ღაზის ინფრასტრუქტურის სისტემატური განადგურებით, ჯანდაცვის სისტემაზე თავდასხმით, ბლოკადითა და მოსახლეობის შიმშილისთვის განწირვით, საერთაშორისო სამართლის ძირითადი წესების უგულებელყოფითა და თავდასხმების გაგრძელებით ცდილობს.

ტებუნმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გამოიჩინონ ყველა ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვა, ღაზის ბლოკადის დაუყოვნებლივ და სრულად მოხსნა და ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების საკითხში ალჟირის მტკიცე პოზიციის კიდევ ერთხელ დადასტურებისას, ტებუნმა აღნიშნა, რომ ეს არის „ფუნდამენტური ნაბიჯი“ პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების უზრუნველსაყოფად და საკუთარი სახელმწიფოს დასაარსებლად. მან განაცხადა: „ალჟირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს ოკუპირებულ პალესტინაში მყოფ ძმებს და ძალ-ღონეს არ დაიშურებს მათი კანონიერი უფლებების დასაცავად, ვიდრე ისინი სრულ სუვერენიტეტს არ მოიპოვებენ და არ დააარსებენ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს დედაქალაქით იერუსალიმში“.

აღმოაჩინეთ
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები