ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
გრინი ღაზის ომს „გენოციდს“ უწოდებს და AIPAC-ს „უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციად“ აკრიტიკებს
ისრაელის მომხრე ლობისტურმა ჯგუფმა MAGA-ს ვარსკვლავი მარჯორი ტეილორ გრინი „ისრაელის საწინააღმდეგო Squad რაზმის ახალ წევრად“ მოიხსენია მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
გრინი ღაზის ომს „გენოციდს“ უწოდებს და AIPAC-ს „უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციად“ აკრიტიკებს
/ AP

აშშ-ის კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა გააკრიტიკა გავლენიანი პრო-ისრაელის ლობისტური ჯგუფი, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი (AIPAC), რომელმაც მას „ამერიკული ღირებულებების ღალატში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის.

ხუთშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გრინმა დაწერა: "AIPAC ცრუობს, როდესაც თავის დონორებს უმტკიცებს, რომ მე "ამერიკულ ღირებულებებს ვღალატობ". სინამდვილეში, AIPAC 1000000%-ით უცხო ქვეყანას - ისრაელს - ემსახურება და ლობირებს!"

"მე აბსოლუტურად ამერიკელი ვარ! არავის შეუძლია ჩემი ყიდვა და უკან არ დავიხევ! მოდით, დამესხით თავს!" - დასძინა მან.

მანამდე AIPAC-მა მხარდამჭერებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში განაცხადა: "თქვენ ისრაელის საწინააღმდეგო ცილისწამებებს რაშიდა ტლაიბისა და ილჰან ომარისგან მოელით. მაგრამ ახლა მარჯორი ტეილორ გრინიც მათ შეუერთდა; ის იმეორებს იმავე საზიზღარ განცხადებებს და ხმას აძლევს აშშ-ისრაელის ალიანსის წინააღმდეგ."

ხუთშაბათს, ამის საპასუხოდ, გრინმა თქვა: "მე კონგრესში ერთ-ერთი იმ იშვიათ წევრთაგანი ვარ, რომელიც AIPAC-ისგან ფულს არ იღებს. უფრო მეტიც, AIPAC რესპუბლიკელებს დემოკრატებზე გაცილებით მეტ ფულს სწირავს".

ლობისტურმა ჯგუფმა გრინის კომენტარები "საზიზღრად" შეაფასა და განაცხადა: "მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: მარჯორი ტეილორ გრინი ისრაელის საწინააღმდეგო "რაზმის" უახლესი წევრია. მას შეიძლება ჰგონია, რომ ამ პოზიციით უკიდურესად მემარცხენე გარემოდან ან ონლაინ რადიკალებისგან შექებას მიიღებს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ეს: ამერიკული ღირებულებების ღალატი და სიმართლის სახიფათო დამახინჯება".

გრინის ბოლოდროინდელი განცხადებები, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს მის წინა პოზიციებს, მაგრამ ის "ამერიკას კვლავ დიდებულის" (Make America Great Again - MAGA) მომხრე კონსერვატიულ ხმებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, რომლებიც ღიად გმობენ ისრაელს ღაზაში ომის შედეგად გაზრდილი მსხვერპლის გამო.

ბოლო კვირების განმავლობაში მედიაში შიმშილით მომაკვდავი ბავშვების გულისამაჩუყებელი ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად, გრინი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი პოლიტიკოსი აშშ-ში, რომელმაც ისრაელის ქმედებებს ღაზაში ღიად გენოციდი უწოდა.

შიმშილისგან გამოწვეული სიკვდილიანობა

ტრამპმაც, 28 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ ღაზაში „რეალური შიმშილია“ და ამით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არარეალურ მტკიცებებს შეეწინააღმდეგა.

კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა ნეთანიაჰუს უარყოფას, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილს იწვევს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "ის ბავშვები ძალიან მშივრები ჩანან... ეს რეალური შიმშილის მდგომარეობაა."

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ღაზაში არსებული ვითარება შეაფასა, როგორც "გავრცელებული შიმშილის, არასრულფასოვანი კვებისა და ავადმყოფობის" გარემო, რაც შიმშილისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას ზრდის.

ბოლო 22 თვის განმავლობაში ისრაელმა სისტემატურად გაანადგურა ღაზას თითქმის მთელი ტერიტორია, ალყაში მოქცეული რეგიონის მოსახლეობა არაერთხელ გადაასახლა, 61 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა და რეგიონში სასიკვდილო შიმშილს იწვევს.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, დაახლოებით 11 000 პალესტინელი დანგრეული სახლების ნანგრევებშია დამარხული.

ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მეტია, ვიდრე ღაზის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ვარაუდობენ, რომ რიცხვმა შესაძლოა 200 000-ს მიაღწიოს.

2024 წელს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ ისრაელი ახორციელებდა ქმედებებს, რომლებიც არღვევენ გენოციდის კონვენციას.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა