ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველ კვარტალში 9,9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
წლის პირველ კვარტალში თურქეთის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა და 9 მილიარდ 896 მილიონ 456 ათასი დოლარი შეადგინა.
თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველ კვარტალში 9,9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
თურქეთის ტურისტულ შემოსავლებში პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა. / AA

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა და 9 მილიარდ 896 მილიონ 456 ათასი დოლარი შეადგინა. აღნიშნული შემოსავლიდან ვიზიტორებისგან მიღებულმა წილმა 9 მილიარდ 694 მილიონ 574 ათასი დოლარი, ხოლო ტრანზიტული მგზავრებისგან მიღებულმა შემოსავალმა 201 მილიონ 883 ათასი დოლარი შეადგინა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25,6% ქვეყნის იმ მოქალაქეებზე მოდის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

ვიზიტორებმა მოგზაურობა ინდივიდუალურად ან პაკეტური ტურებით დაგეგმეს. ამ კვარტალში გაწეული ხარჯებიდან 8 მილიარდ 469 მილიონ 691 ათასი დოლარი ინდივიდუალურ ხარჯებზე, ხოლო 1 მილიარდ 224 მილიონ 883 ათასი დოლარი პაკეტურ ტურებზე მოდის.

აღნიშნულ კვარტალში ვიზიტორების საშუალო ხარჯმა ერთ ღამეზე 102 დოლარი შეადგინა. საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საშუალო ხარჯი ერთ ღამეზე კი 72 დოლარი იყო.

ვიზიტორების 55,3% თურქეთში ყველაზე ხშირად „მოგზაურობის, გართობის, სპორტული და კულტურული აქტივობების“ მიზნით ჩავიდა. მეორე ადგილზე 26,8%-ით „ნათესავებისა და მეგობრების მონახულება“, ხოლო მესამე ადგილზე 8,2%-ით „შოპინგი“ აღმოჩნდა.

იმავე პერიოდში, საზღვარგარეთ გამგზავრებული მოქალაქეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,1%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 936 ათას 279 ადამიანს მიაღწია, ხოლო საშუალო ხარჯმა ერთ ადამიანზე 758 დოლარი შეადგინა.

აღმოაჩინეთ
ნეთანიაჰუ: „სანამ თანამდებობაზე ვარ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებ“
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს