ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ჩინეთი აშშ-სა და იაპონიას მოუწოდებს, რეგიონიდან გაიტანონ Typhon-ის სარაკეტო სისტემა
პეკინის რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მიერ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემის განლაგებას იაპონიის დასავლეთში, რომელსაც შეუძლია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება.
ჩინეთი აშშ-სა და იაპონიას მოუწოდებს, რეგიონიდან გაიტანონ Typhon-ის სარაკეტო სისტემა
ჩინეთი აშშ-სა და იაპონიას რეგიონიდან ტაიფუნის რაკეტო-საცდელ სისტემის გატანისკენ მოუწოდებს / Reuters

ჩინეთი მოუწოდებს აშშ-სა და იაპონიას, გაიტანონ რეგიონიდან Typhon-ის სარაკეტო სისტემა, რომელიც ცოტა ხნის წინ განლაგდა იაპონიის დასავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ერთობლივი წვრთნებისთვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "აშშ-მა და იაპონიამ გულწრფელად უნდა სცენ პატივი სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვას და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და არა პირიქით".

ჩინეთის რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მიერ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემის განლაგებას იამაგუჩის პრეფექტურაში მდებარე ივაკუნის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, რომელსაც შეუძლია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასროლა.

პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონსა და ტოკიოს, "ყური დაუგდონ რეგიონის ქვეყნების მოწოდებას, გამოასწორონ დაშვებული შეცდომა და რაც შეიძლება მალე გაიტანონ სისტემა". ლინმა ასევე აღნიშნა, რომ "იაპონიის სამხედრო და უსაფრთხოების ნაბიჯებს, მილიტარისტული აგრესიის წარსულის გამო, ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან აზიის მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება".

ეს სისტემა პირველად იქნება გამოყენებული აშშ-სა და იაპონიას შორის ყოველწლიურ ორმხრივ სამხედრო წვრთნებში Resolute Dragon, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდება.

იაპონია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის შესაძლებლობები, რაც ჩინეთის მზარდი სამხედრო არსებობისა და რეგიონული გავლენის საპასუხოდ მოხდა.

ქვეყანა მასპინძლობს სამხედრო ბაზებსა და იარაღს, ისევე როგორც ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს.

აღმოაჩინეთ
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა
უკრაინა აშშ-ს Starlink-ის სერვისის შენელებით რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს
ჩრდილოეთ კორეამ 2 ტიპის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა
დასავლეთ სანაპიროზე ფანატიკოსი ისრაელელების ჩარევა TRT-ის მაუწყებლობაში
ევროკავშირისგან უკრაინას 2,86 მილიარდი ევროს თავდაცვითი დახმარება
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი: "ირანს ჭკუას ვასწავლით"
არაბული კოალიცია: "საუდის არაბეთის ალ-ხარჯის პროვინციაში ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა განეიტრალდა"
ირანი: "ომანთან ჰორმუზის სრუტისთვის საჭირო შეთანხმებას მივაღწიეთ"
ჩეხეთის დაზვერვის გაფრთხილება: რუსეთმა შესაძლოა NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები გაააქტიუროს
IMF-მა, გლობალური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მრეწველობას რეკორდული სანქციები დაუწესა
უკრაინა: „ზელენსკი შესაძლოა პუტინს პრეზიდენტ ერდოღანის შუამავლობით შეხვდეს“
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა
ტრამპმა ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო
გაერო: უკრაინაში რუსულ თავდასხმებს ერთ კვირაში 100 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
რუსეთის განცხადებით, მან ოდესის პორტში სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა
პანამამ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მასშტაბური სტიქიური უბედურების მდგომარეობა გამოაცხადა