ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად ახალ გლობალურ ხედვას
ემინე ერდოღანმა ხაზი გაუსვა მზარდ დემოგრაფიულ გამოწვევებს და მოუწოდა გლობალური პოლიტიკის გატარებისკენ, რომელიც ოჯახებს სოციალური განვითარების ეპიცენტრში ჩააყენებს.
თურქეთის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად ახალ გლობალურ ხედვას
თურქეთის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად ახალ გლობალურ ხედვას / AA

თურქეთის პირველმა ლედიმ, ემინე ერდოღანმა, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეიმუშაოს ახალი ხედვა ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად და გააკეთა გაფრთხილება, რომ შობადობის შემცირება და მოსახლეობის დაბერება საზოგადოებებს „პოსტ-ოჯახურ რეალობისკენ“ უბიძგებს.

ერდოღანმა, საერთაშორისო სამიტზე „მზარდი ევროპა 2025“ გაგზავნილ ვიდეო მესიჯში განაცხადა, რომ დიდი ოჯახების, ერთად აღნიშნული დღესასწაულების, სხვადასხვა თაობის ერთ სუფრასთან შეკრების დრო უკვე დიდი ხანია მსოფლიო ნოსტალგიის არქივშია.

მან განაცხადა, რომ ეს ცვლილება არამარტო კულტურულ ტრანსფორმაციას ასახავს, არამედ მიუთითებს იმაზეც, რომ ოჯახი შორდება საზოგადოების ძირითადი მარეგულირებელი ერთეულის ფუნქციას.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ დემოგრაფიულ ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ შობადობა შემცირდა 2.2 ბავშვამდე ერთ ქალზე და ქვეყნების ნახევარზე მეტი უკვე განახლების ზღვარს ქვემოთაა. თურქეთის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ყოველი ექვსი ადამიანიდან ერთი 60 წელზე მეტის იქნება, ხოლო 80 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა 2050 წლისთვის სამჯერ გაიზრდება.

„ყოველი დაბადება ახალ დღეს მატებს მსოფლიოს გაზაფხულს“, - განაცხადა ერდოღანმა, - „შობადობის შემცირება და ახალგაზრდა მოსახლეობის კლება ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ის სერიოზულ ფინანსურ ზეწოლას ახდენს სოციალურ უსაფრთხოებასა და ჯანდაცვის სისტემებზე. მოკლედ, სამყარო, რომელიც ვერ განახლდება, გარდაუვლად დიდ ჩიხში აღმოჩნდება.“

ოჯახის წელი

ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის პასუხებს ამ გამოწვევებზე და შეახსენა, რომ მათ 2025 წელი ოჯახის წლად, ხოლო 2026-2035 წლები ოჯახისა და მოსახლეობის ათწლეულად გამოაცხადეს.

მისი თქმით, ისეთი პოლიტიკა, როგორიცაა საცხოვრებლის შეძენისა და ქორწინების კრედიტები, დეკრეტული შვებულება დასაქმებული დედებისა და მამებისთვის, საბავშვო ბაღის მხარდაჭერა, მოქნილი სამუშაო საათები, დედებისთვის ძუძუთი კვებისთვის საათობრივი სამსახურიდან გასვლის ნებართვა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მიზნად ისახავს სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის კონფლიქტის შემსუბუქებას.

ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა კულტურული ნარატივები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას პირადული მიზნების წინაშე არსებულ ბარიერად წარმოაჩენს და განაცხადა, რომ თანამედროვე „კულტურული ინდუსტრია“ ინდივიდუალიზმს ადიდებს, ოჯახს კი გვერდზე სწევს.

პირველმა ლედიმ გამოთქვა იმედი, რომ სამიტი შექმნის პლატფორმას ამ ტენდენციების წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის მიმართ უფრო კონკრეტულ ვალდებულებებს.

„მჯერა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ოჯახს ცენტრში აყენებს, ახალ სუნთქვას შესძენს დაბერებულ და მარტოსულ სამყაროს“, - დასძინა ერდოღანმა.

აღმოაჩინეთ
ირანი: „აშშ-ის მიერ ომის დასრულების წინადადებებზე პასუხი შუამავლების მეშვეობით გადაეცემა“
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 11 ადამიანი დაიღუპა
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში უსაფრთხოება განიხილეს
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
მსოფლიო უკვე სამი წელია ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს
ვენსმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ირანმა გამდიდრების საქმიანობა უნდა შეამციროს
ჰუსიტებმა არაბეთის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები განახორციელეს
ჯანმო-მ რუსეთს შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტზე გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“
CIA-მ ისრაელში შიდა დაპირისპირების რისკის გაღრმავების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 20,9 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
ისრაელის გენოციდური თავდაცვის მინისტრი კაცი არმიას ღაზაში მზადყოფნის გაძლიერების ბრძანებას აძლევს
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“