ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ სულ მცირე 280 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა / Reuters
28 ნოემბერი 2025

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰონგ-კონგში ბოლო წლების ყველაზე მძიმე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი პარასკევს 128-მდე გაიზარდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტაი პოს რაიონის საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი მეხანძრეა, ხოლო დაშავდა 76 ადამიანი, რომელთაგან 11 ასევე მეხანძრეა.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ის ყველა ბლოკში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამჟამად საავადმყოფოში 56 ადამიანი რჩება.

მანამდე გაზეთი იუწყებოდა, რომ შემთხვევის შემდეგ 280 ადამიანი დაკარგული იყო.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ ლი კა-ჩიუმ უფრო ადრე განაცხადა, რომ შვიდ შენობაში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას გაჩნდა კომპლექსში, რომელიც 1900-ზე მეტ ბინას მოიცავს და ფასადის სარემონტო სამუშაოებისთვის დამონტაჟებული ბამბუკის ხარაჩოების გამო სწრაფად გავრცელდა.

კომპლექსი რვა კორპუსისგან შედგება, სადაც სავარაუდოდ 4000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

პოლიციამ კომპანია Prestige Construction & Engineering-ის ორი მენეჯერი და ერთი საინჟინრო კონსულტანტი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავა.

ოფიციალური პირების განცხადებით, სარემონტო სამუშაოებისთვის დამონტაჟებულმა ბამბუკის ხარაჩოებმა და ფანჯრებზე გადაკრულმა ქაფის იზოლაციამ ხანძრის სწრაფ გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

უფროსმა ინსპექტორმა ეილინ ჩუნგ ლაი-იიმ განაცხადა: „გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის პასუხისმგებელმა პირებმა გამოიჩინეს მძიმე დაუდევრობა, რამაც ხანძრის სწრაფი გავრცელება და მრავალი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია“. ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივანმა კრის ტანგმა კი აღნიშნა, რომ პირველადი გამოძიება ხანძრის გავრცელების უჩვეულო სისწრაფეზე მეტყველებს და ამაში დიდწილად ქაფის საიზოლაციო მასალას ადანაშაულებს. მან დასძინა:

„შენობის კედლების მოსაპირკეთებელმა მასალამ, ხარაჩოების დამცავმა ბადემ და წყალგამძლე ბრეზენტმა ცეცხლის იმაზე ბევრად სწრაფად გავრცელება გამოიწვია, ვიდრე ეს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი მასალების გამოყენების შემთხვევაში მოხდებოდა“.

ჰონგ-კონგმა, 17 წლის განმავლობაში პირველად, ხანძრის საშიშროების უმაღლესი - მე-5 დონის განგაში გამოაცხადა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ევაკუირებულია ორი მომიჯნავე კომპლექსიც და ხანძრით დაზარალებული დაახლოებით 900 მცხოვრებლისთვის რვა დროებით დაწესებულებაში თავშესაფარია უზრუნველყოფილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 140-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 800-ზე მეტი მაშველი და მეხანძრე.

ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე გზები გადაიკეტა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა და პეკინში მდებარე ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა ოფისს დაავალა, ადგილობრივ ხელისუფლებას კრიზისის მართვაში დახმარება აღმოუჩინოს.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ლიმ კატასტროფაზე რეაგირების კოორდინაციის მიზნით მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 300 მილიონი ჰონგ-კონგური დოლარის (38,5 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ფონდი შექმნა.

აღმოაჩინეთ
ისრაელი ირანთან მინიმუმ ერთთვიანი ომისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ-მა ირანის ფლოტი ჩაძირა; სარაკეტო გამშვები დანადგარების უმეტესობა გაანადგურა
აფეთქება ოსლოში აშშ-ის საელჩოში
ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს, აშშ კი ამ ბრალდებებს უარყოფს
ფიდანი: თურქეთმა ირანის ომის დასასრულებლად დიპლომატია გააძლიერა
ერდოღანმა ექრმ-ს ხელმძღვანელ ბარზანისთან რეგიონული დაძაბულობა და ტერორისტული საფრთხე განიხილა
სამინისტრო: თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯებს დგამს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის ფასები გაიზარდა
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა ირანისგან „უპირობო კაპიტულაცია“ მოითხოვა
ერდოღანმა და მელონიმ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ესკალაციის ფონზე რეგიონული დაძაბულობა განიხილეს
სამხრეთ კორეა და აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტების“ გადასროლას განიხილავენ
გაერომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო „დიდი ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა
ევროკავშირი: აშშ ვერ აწვდის საკმარის რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას