ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: ირანის წინააღმდეგ „უკანონო ომის“ პასუხისმგებელი ისრაელია
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ირანის წინააღმდეგ ომის გამო გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ მიმდინარე კონფლიქტი ზრდის მსოფლიოში არასტაბილურობასა და ეკონომიკურ ზეწოლას.
პრეზიდენტი ერდოღანი: ირანის წინააღმდეგ „უკანონო ომის“ პასუხისმგებელი ისრაელია
პრეზიდენტი ერდოღანი: ირანის წინააღმდეგ „უკანონო ომის“ პასუხისმგებელი ისრაელია / AA

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე „უკანონო ომის“ მთავარი პასუხისმგებელია.

დედაქალაქ ანკარაში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა: „ამ უკანონო ომის პირველი რიგის პასუხისმგებელი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს აქცევს ცეცხლის ალად, არამედ მთელი კაცობრიობის მხრებსაც მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება, არის კონფლიქტზე, ქაოსსა და კრიზისზე დამოკიდებული ისრაელის მთავრობა“.

ერდოღანმა აღნიშნა: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომში დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთი იქნება „სიცოცხლის წყალი“, რომელიც ნეთანიაჰუს პოლიტიკურ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს“.

ერდოღანმა ასევე დაამატა: „ჩვენი სურვილია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და ამგვარად, მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიხსნას მანამ, სანამ კიდევ მეტი სისხლი დაიღვრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ“.

აღმოაჩინეთ
სირია კმაყოფილია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან
ტრამპი: ერდოღანი შესანიშნავი იყო, ნატომ დიდი გზა გაიარა
ერდოღანმა ნატოს სამიტი ისტორიულ წარმატებად შეაფასა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ტრამპი: „დიდი ალბათობით, ამ საღამოს ირანს ძალიან მძლავრად დავარტყამთ“
ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა