მოსაზრება
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საფრთხეშია: ICC-ის პრეზიდენტი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ივნისში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), მთავარი პროკურორის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინი
00:00
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საფრთხეშია: ICC-ის პრეზიდენტი
/ Reuters

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებისა და რუსეთის მიერ სასამართლოს თანამშრომლების წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების მსგავსი მუქარები "სერიოზულად საფრთხეს უქმნის" ინსტიტუტის არსებობას.

სასამართლოს 124 წევრის მონაწილეობით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მოსამართლემ ტომოკო აკანემ პირდაპირ არ დაასახელა რუსეთი ან აშშ, თუმცა ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად მოიხსენია.

"ნებისმიერი კრიტერიუმით, ნებისმიერი სტანდარტით, ნათელია, რომ ეს შეხვედრა კრიტიკულ დროს იმართება," - განაცხადა ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებას, მსხვერპლებს, გადარჩენილებს და ზოგადად, კაცობრიობას უპრეცედენტო მოლოდინები აქვთ."

რუსეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემიდან ორი თვის შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის დაკავების ორდერი გასცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ივნისში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), მთავარი პროკურორის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერის მოთხოვნის საპასუხოდ.

'მძიმე სანქციები'

"სასამართლო გახდა თავდასხმების სამიზნე, რომლებიც მიზნად ისახავს მისი ლეგიტიმურობის, მართლმსაჯულების განხორციელების უნარისა და საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტური უფლებების რეალიზების შესაძლებლობის ძირგამომთხრელ ქმედებებს; იძულებითი ზომები, მუქარები, ზეწოლა და საბოტაჟის აქტები," - განაცხადა აკანემ და დაამატა, რომ გაცემულია დამატებითი დაკავების ორდერები სასამართლოს თანამშრომლების წინააღმდეგ.

ICC ასევე „დგას უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივი წევრის მხრიდან მძიმე ეკონომიკური სანქციების მუქარის წინაშე, თითქოს ის ტერორისტული ორგანიზაცია იყოს. ასეთი ზომები სწრაფად ძირს გამოუთხრის სასამართლოს ოპერაციებს ყველა სიტუაციასა და საქმეში და სერიოზულად საფრთხეს შეუქმნის მის არსებობას," - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ არის სასამართლოს წევრი, როგორც მსოფლიოს წამყვან სამხედრო და ეკონომიკურ ძალას, მას შეუძლია დაასუსტოს ICC დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით და მისი პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ფინანსური სანქციებით.

"სასამართლო კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, გავლენა იქნას მოხდენილი მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ჩვენი ფუნქციის პოლიტიზების მცდელობებს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებდით მხოლოდ კანონის შესაბამისად და ყოველთვის ასე მოვიქცევით." - განაცხადა აკანემ.

სასამართლო დაარსდა 2002 წელს ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის დანაშაულების გამოძიებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც წევრ სახელმწიფოებს არ სურთ ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება. სასამართლოს შეუძლია გამოიძიოს დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მიერ ან სხვა აქტორების მიერ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. სასამართლოს 2024 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 197 მილიონი დოლარი იყო.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს შეხვდა
CIA ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ინფორმაციას ტრამპის წინააღმდეგ მომზადებული შეთქმულების შესახებ
ეგვიპტეში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
თურქეთ-პაკისტან-საუდის არაბეთის პაქტი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ერთობლივ შესაძლებლობებს გააძლიერებს
ოპერაცია ალიჰან ქურიშის დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ
პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა
კოლუმბიამ ორშაბათს მომხდარი 7,4 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
რუსეთი: უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა
ფიდანმა ტრიპოლიში თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა მოინახულა
გერმანია სპეცსამსახურებისთვის ფართომასშტაბიანი ახალი ფარული უფლებამოსილებების მინიჭებას გეგმავს
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
ლიბანის პარლამენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის შესახებ
ჰუსიტების თავდასხმებს სავაჭრო გემსა და სამაშველო ჯგუფებზე 7 ადამიანი ემსხვერპლა
ირან-აშშ-ის მოლაპარაკებების შუამავალი, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ნაკვი თეირანში ჩავიდა