ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთმა ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ გლობალური მოქმედებისკენ მოუწოდა
თურქეთმა ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ გლობალური მოქმედებისკენ მოუწოდა; სირიისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
თურქეთმა ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ გლობალური მოქმედებისკენ მოუწოდა
/ AA

თურქეთმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე გააფრთხილა, რომ ისრაელის ქმედებებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ახალი სპირალი გამოიწვიოს და გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობისა და შიდა ერთიანობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები წარმოადგინა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის მზარდი სამხედრო თავდასხმების წინააღმდეგ სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ისრაელის ქმედებები ახლო აღმოსავლეთს კატასტროფისკენ მიაქანებს.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდასხმები, რომლებიც ღაზადან ლიბანზე, სირიასა და იემენზე ვრცელდება და ირანამდე აღწევს, საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას წარმოადგენს.

„ისრაელის ადმინისტრაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, პალესტინის, ლიბანის, სირიისა და იემენის შემდეგ ირანის სამიზნედ ამოღებით და ღაზაში გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გაგრძელებით, რეგიონის კატასტროფაში ჩათრევას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას „პასუხისმგებლობის აღებისა“ და ისრაელის ქმედებების შესაჩერებლად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

სირიისადმი მუდმივი მხარდაჭერა

საბჭომ სირიაში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევისადმი. მან გააფრთხილა ნებისმიერი ახალი ძალადობის ან გარე ჩარევის წინააღმდეგ, რომელიც სირიის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.

„ამ პროცესში პრიორიტეტულია სირიის სუვერენიტეტისკენ მიმართული თავდასხმებისა და ოკუპაციების, ასევე ყველანაირი გამყოფი, დესტრუქციული და სეპარატისტული საქმიანობის აღკვეთა, რადგან სირიის კვლავ ძალადობის სპირალსა და ქაოსურ გარემოში ჩათრევას ცდილობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთი

საბჭო შიდა უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო და შეაფასა მთავრობის „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის“ მიზნისკენ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ოპერაციები ეროვნულ ერთობას აძლიერებს და ეროვნული მიზნებისკენ უფრო სტაბილური წინსვლის გზას ხსნის.

„ტერორიზმის ბორკილების მოხსნით, რომლის დადებასაც ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, ჩვენი ერის ძმობა კიდევ უფრო განმტკიცდება და ეროვნული მიზნებისკენ უფრო სწრაფი და სტაბილური ნაბიჯებით ვივლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოაჩინეთ
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს
აშშ-ის კონგრესის ჩაურევლობის შემდეგ, თურქეთისთვის F110 ძრავების მიყიდვის პროცესი წინ მიიწევს
TİKA-სგან ვენესუელას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფარი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა
ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა
პრეზიდენტი ერდოღანი: ნატოს 36-ე სამიტი წარმატებით დავასრულეთ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი: თურქეთმა ნატოს ბრწყინვალე სამიტი გამართა
სირია კმაყოფილია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან
ტრამპი: ერდოღანი შესანიშნავი იყო, ნატომ დიდი გზა გაიარა
ერდოღანმა ნატოს სამიტი ისტორიულ წარმატებად შეაფასა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ტრამპი: „დიდი ალბათობით, ამ საღამოს ირანს ძალიან მძლავრად დავარტყამთ“
ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა