ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოს ეძებს
Axios-ის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციამ ომის დასასრულებლად შესაძლო მოლაპარაკებებისთვის წინასწარი მზადება დაიწყო; თუმცა მიიჩნევა, რომ შეტაკებები შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოს ეძებს
ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოს ეძებს / AP
22 მარტი 2026

ტრამპის ადმინისტრაციამ, სამკვირიანი ომის შემდეგ, ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით წინასწარი შეფასებები დაიწყო. Axios-მა ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ეს კონტაქტები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ კონფლიქტის „შემცირების“ შესაძლებლობას განიხილავს. აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შეტაკებები შესაძლოა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს. ამ პროცესში მრჩევლები შესაძლო დიპლომატიისთვის ნიადაგის მომზადებას ცდილობენ.

წყაროების თანახმად, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი ჩაერთნენ.

მოსალოდნელია, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასა და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების საკითხის მოგვარებას მოიცავს. გარდა ამისა, იგეგმება გრძელვადიანი რეგულაციები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან, ბალისტიკურ რაკეტებთან და რეგიონული პროქსი ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტი არ დამყარებულა. თუმცა, ეგვიპტემ, კატარმა და გაერთიანებულმა სამეფომ მხარეებს შორის გზავნილები გადასცეს.

მხარეების პირობები იკვეთება

ეგვიპტემ და კატარმა აშშ-სა და ისრაელს აცნობეს, რომ ირანი დაინტერესებულია მოლაპარაკებებით, თუმცა მკაცრ პირობებს აყენებს.

ირანის პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, გარანტია იმისა, რომ შეტაკებები არ განახლდება და კომპენსაციის მოთხოვნა.

ტრამპმა კომპენსაციის მოთხოვნას „მიუღებელი“ უწოდა. თუმცა, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესაძლოა ირანის გაყინული აქტივების დაბრუნების კონტექსტში განიხილონ.

იმავე ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „ისინი ამას კომპენსაციას უწოდებენ. ჩვენ კი შესაძლოა მას გაყინული თანხების დაბრუნება ვუწოდოთ. შესაძლებელია ამის სხვადასხვაგვარად ფორმულირება ისე, რომ მათ საკუთარ სისტემაში კონსენსუსს მიაღწიონ“.

აშშ კი ირანისგან არაერთ ვალდებულებას მოითხოვს. მათ შორისაა სარაკეტო პროგრამის ხუთი წლით შეჩერება, ურანის გამდიდრების შეწყვეტა და ნათანზის, ისპაჰანისა და ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე არსებული რეაქტორების დემონტაჟი.

ვაშინგტონი ასევე ითხოვს ცენტრიფუგების საქმიანობის მკაცრ საერთაშორისო კონტროლს, რეგიონულ შეთანხმებებს შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომლებიც შეზღუდავს რაკეტების მოქმედების რადიუსს, და ირანის მიერ გარკვეული ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტას.

ტრამპის მრჩევლები ასევე განიხილავენ, თუ ვინ იქნება ყველაზე გავლენიანი თანამოსაუბრე ირანის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის და რომელ ქვეყანას შეუძლია შუამავლის როლის შესრულება.

საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი წარსულში გამართულ მოლაპარაკებებში მთავარ შუამავლად გვევლინებოდა. თუმცა, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია საბოლოო შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება.

ვაშინგტონი შესაძლო შუამავლებს შორის კატარს გამოყოფს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარის ოფიციალური პირები თავს იკავებენ საჯარო მთავარი შუამავლის როლის შესრულებისგან.

აღმოაჩინეთ
თურქეთ-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობები განიხილეს
აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ; ნავთობის ფასები ეცემა, გლობალური აქციების კურსი იზრდება
ტრამპმა ირანთან ზავის შემდეგ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ის როლზე მიუთითა
სტამბოლში პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული
პალესტინის მოწოდება საერთაშორისო ქმედებისკენ ისრაელელი მოსახლეების უკანონო თავდასხმების შემდეგ
თეირანის მცხოვრებლები ტრამპის ბოლო მუქარების შემდეგ გაურკვევლობისთვის ემზადებიან
ჰორმუზის სრუტის კრიზისის ფონზე, თურქეთი საუდის არაბეთთან სატრანზიტო ვაჭრობას იწყებს
აშშ-ისრაელის თავდასხმამ ირანის უდიდესი ნავთობქიმიური კომპლექსი დააზიანა
ლუგანსკში უკრაინის თავდასხმის შემდეგ ათობით მეშახტე მიწის ქვეშ ჩარჩა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას „მწუხარება“ გამოუცხადა
ისტორიული მისია: „არტემისის“ ასტრონავტები მთვარის მახლობლად ჩაფრენისთვის ემზადებიან
ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ღაზაში ისრაელის ცეცხლის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ირანის დრონების თავდასხმებმა ქუვეითში სამთავრობო კომპლექსს დიდი ზიანი მიაყენა