ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
/ AP

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუდგინდა კიბო, რომელიც ძვლებშია გავრცელებული, თუმცა, როგორც აღინიშნა, ის განკურნებადია.

მისი პირადი ოფისის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის „აგრესიული“ ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ძვლებშია გავრცელებული.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „გასულ კვირას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელსაც აღენიშნებოდა შარდვასთან დაკავშირებული მზარდი სიმპტომები, პროსტატის კვანძის არსებობის ახალი ფაქტი დაუდგინდა.“

განცხადების თანახმად, დაავადება ძვლებშია მეტასტაზირებული და გლისონის ქულა 9-ს შეადგენს. ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო ჰორმონმგრძნობიარე ჩანს, რაც მისი ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა“.

ოფისმა ასევე განაცხადა, რომ 82 წლის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ამჟამად სამედიცინო გუნდთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ.

ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა.

აღმოაჩინეთ
ერდოღანი: „თურქეთის SCO-ში გაწევრიანების პერსპექტივა დასავლეთისთვის ზურგის შექცევას არ ნიშნავს“
ესპანეთის თანახმად, ისრაელი და რუსეთი არალეგალი მიგრანტების ნაკადს აღვივებენ
პოლონეთის დაწყებით სკოლებში ტელეფონები აიკრძალა
სტამბოლის სანაპიროსთან ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა, ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულია
პრეზიდენტი ერდოღანი პუტინს შეხვდა
აშშ-მა და ირანმა მთელი ღამის განმავლობაში ურთიერთთავდასხმები განახორციელეს
თურქული თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო გიგანტებს კონკურენციას უწევს
ერდოღანი: „როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთელ მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობისთვის“
ნეპალ-ჩინეთის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა
რუსეთი: „უკრაინაში საწვავის, ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები და პორტები დავბომბეთ“
შთო-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომა ბიშკეკში დაიწყო
ფიდანი და გიულერი, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ დართან ერთად, ბიშკეკში მიემგზავრებიან
მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა
აშშ-ში, თაიმს-სკვერზე ორ ადამიანზე დანით თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შეხვდა