გლობალური საავიაციო მონაცემებისა და ანალიტიკის ორგანიზაცია OAG-ის ანგარიშში „Megahubs 2026“, სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში ყველაზე დაკავშირებულ აეროპორტად“ დასახელდა და ჯილდო დაიმსახურა.
აეროპორტის ოპერატორი კომპანია İGA-ს განცხადებით, OAG-ის „Megahubs 2026“-ის ანგარიშის თანახმად, სტამბოლის აეროპორტმა ლონდონის ჰითროუს გადაუსწრო და გლობალური კავშირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე აეროპორტად დასახელდა.
ღონისძიებაზე „Routes World 2026“, რომელმაც ფრანკფურტში წამყვანი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ხელმძღვანელები გააერთიანა, ჯილდო İGA სტამბოლის აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორმა, ფირათ ოჯაქმა ჩაიბარა.
OAG-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიში „Megahubs“ წამყვან აეროპორტებს საერთაშორისო ფრენების კავშირების მიხედვით აფასებს და მათ გლობალურ და რეგიონულ რეიტინგში ანაწილებს.






















