ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელმა ღაზისკენ მიმავალი დახმარების გემი დააკავა
ისრაელმა ღაზისკენ მიმავალი დახმარების გემი დააკავა
ისრაელმა ღაზისკენ მიმავალი დახმარების გემი დააკავა
/ AA

„თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ“ განაცხადა, რომ გემ „მადლენზე“ მყოფი აქტივისტები ისრაელელმა ჯარისკაცებმა „გაიტაცეს“.

ისრაელმა ღაზისთვის დახმარების გადამზიდავი გემი „მადლენი“ დააკავა და ისრაელის პორტში გადაიყვანა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირა ღამით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გემზე მყოფი აქტივისტები თავიანთ ქვეყნებში იქნებიან დეპორტირებული.

სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გემი „ისრაელის სანაპიროებისკენ მიემართებოდა“ და მოსალოდნელი იყო „მგზავრების სამშობლოში დაბრუნება“. ამავდროულად, „თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ“ განაცხადა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა „მადლენზე“ მყოფი აქტივისტები „გაიტაცეს“.

კოალიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტი საერთაშორისო წყლებში გემ „მადლენზე“ ავიდა, გემთან კავშირი გაწყდა. ადრე გავრცელებულ პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ ისრაელის კატარღებმა გემს ალყა შემოარტყეს და ჯარისკაცებმა აქტივისტებს ხელების აწევა უბრძანეს.

პალესტინური წარმოშობის საფრანგეთის ევროპარლამენტის წევრმა, რიმა ჰასანმა, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატებმა გემს თეთრი ფერის სითხე შეასხურეს, „მადლენზე“ განგაშის სირენები ჩაირთო.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ფრანჩესკა ალბანეზემ, დაადასტურა, რომ გემის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს და მათ „საშიში“ უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემს კურსის შეცვლა იმ მოტივით მოსთხოვა, რომ ის „შეზღუდულ ზონას“ უახლოვდებოდა.

18-მეტრიანი გემი „მადლენი“ სიცილიის ქალაქ კატანიის სან ჯოვანი ლი კუტის პორტიდან 1 ივნისს გავიდა. ეს იყო „თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის“ მიერ ორგანიზებული უახლესი მისიის ნაწილი, რომლის მიზანსაც ისრაელის ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის დახმარების მიწოდება წარმოადგენდა.

გემზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა: 11 აქტივისტი და ერთი ჟურნალისტი. ორგანიზატორების თქმით, გემს ღაზის მოსახლეობისთვის გადაჰქონდა სასწრაფოდ საჭირო ტვირთი: ბავშვთა კვება, ფქვილი, ბრინჯი, საფენები, ქალის ჰიგიენური საშუალებები, წყლის გამწმენდი კომპლექტები, სამედიცინო მარაგი, ყავარჯნები და ბავშვთა პროთეზები.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევს ტელეფონით ესაუბრა
პუტინმა და უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომი განიხილეს
პრეზიდენტი ერდოღანი: „ვულოცავ სირიის დაზვერვასა და MİT-ის ფარულ გმირებს“
მინისტრი გიულერი კატარელ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“