ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ტრამპმა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) შემდეგ ხელმძღვანელად კევინ უორში წარადგინა
უორშის დანიშვნას ფედერალური სარეზერვო სისტემის სათავეში აშშ-ის სენატის თანხმობა სჭირდება, სადაც მას მკაცრი შემოწმება ელის, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდანაც.
ტრამპმა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) შემდეგ ხელმძღვანელად კევინ უორში წარადგინა
კევინ უორში / AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს აშშ-ის ცენტრალური ბანკის შემდეგ ხელმძღვანელად ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მმართველი, კევინ უორში წარადგინა.

თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა: „კევინს დიდი ხანია ვიცნობ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ისტორიაში შევა როგორც Fed-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შესაძლოა საუკეთესო თავმჯდომარე. ყოველივე ამასთან ერთად, ის ამ თანამდებობისთვის „ზედგამოჭრილია“ და არასოდეს გაგვიცრუებს იმედებს“.

უორში დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ინფლაციის წინააღმდეგ მებრძოლი ფიგურა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი შეხედულებები დაემთხვა ტრამპის ადმინისტრაციის იმ წევრების პოზიციებს, რომლებიც საპროცენტო განაკვეთების აგრესიულ შემცირებას ითხოვენ. ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Fed-მა ამ კვირაში ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. პრეზიდენტმა მოქმედი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.

თვეების განმავლობაში გაგრძელებულმა პერსონალურმა თავდასხმებმა ინვესტორებს შორის გააძლიერა შიში იმისა, რომ საფრთხე ემუქრება Fed-ის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას; აღინიშნება, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკისთვის ინფლაციური რისკი შექმნას.

პაუელის შერისხვა

უორში ამ პოსტზე შეირჩა სამი სხვა კანდიდატის ფონზე, რომლებიც იყვნენ: Fed-ის მმართველი კრისტოფერ უოლერი, საინვესტიციო გიგანტ BlackRock-ის წარმომადგენელი რიკ რიდერი და ტრამპის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი კევინ ჰასეტი. უორში, რომელიც 2006-2011 წლებში Fed-ის მმართველი იყო, მანამდე Morgan Stanley-ში შერწყმისა და შესყიდვების ბანკირად მუშაობდა. მოგვიანებით ის შეუერთდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციას და 2002-2006 წლებში თეთრი სახლის ეკონომიკური პოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა Fed-ის მმართველთა საბჭოში.

ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც განიხილავდა უორშს Fed-ის თავმჯდომარედ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი პაუელზე შეაჩერა. პაუელის ნდობის დაკარგვამ კულმინაციას მიაღწია ამ თვეში, როდესაც აშშ-ის პროკურორებმა მას სასამართლო უწყება გაუგზავნეს და სისხლისსამართლებრივი დევნით დაემუქრნენ. ეს უპრეცედენტო ნაბიჯი განიხილება როგორც ტრამპის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ესკალაცია.

ის აღარ არის „კაკაჩა“

Fed-ში მუშაობის პერიოდში, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, უორში მჭიდროდ თანამშრომლობდა იმდროინდელ თავმჯდომარე ბენ ბერნანკესთან ცენტრალური ბანკის პოლიტიკურ რეაგირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის სკეპტიკურად უყურებდა Fed-ის ზოგიერთ ნაბიჯს, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ზარალის კონტროლისთვის, ის მაინც იქცა საკვანძო საკომუნიკაციო არხად პოლიტიკოსებსა და ფინანსურ ბაზრებს შორის.

მან Fed-ის მმართველის თანამდებობა ვადაზე ადრე, 2011 წელს დატოვა. იმ დროს მას მიიჩნევდნენ ინფლაციის „კაკაჩად“ - ეს ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკოსებს, რომლებიც პრიორიტეტს სტაბილურ ფასებსა და დაბალ ინფლაციას ანიჭებენ. ეს მიდგომა, როგორც წესი, გულისხმობს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.

შესაბამისობა ტრამპის პოლიტიკასთან

თუმცა, ბოლო დროს უორშმა გააძლიერა Fed-ის კრიტიკა და მხარი დაუჭირა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ბევრ პოლიტიკურ პოზიციას. გასულ წელს ერთ-ერთ გამოსვლაში მან განაცხადა, რომ Fed გადაუხვია თავის მონეტარულ მისიას და შევიდა ისეთ პოლიტიკურ სფეროებში, სადაც კომპეტენცია არ გააჩნია.

უორში ასევე ამტკიცებდა, რომ Fed-ის მცდარმა პოლიტიკურმა არჩევანმა ხელი შეუშალა აშშ-ის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ ზრდას. Fox Business-თან ინტერვიუში მან მხარი დაუჭირა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ზრდის სტიმულირებისთვის, მაშინ როდესაც Fed-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ტრამპის საბაჟო ტარიფების შესაძლო ინფლაციური გავლენის შეფასება.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა