ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ სომხეთი გადაწყვეტს, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ სჭირდება, ხვალვე წავალთ“.
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა სასიცოცხლო მნიშვნელობას არ ატარებს: „თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით“.

ნიკოლ ფაშინიანმა შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 1 სექტემბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა.

მისივე თქმით, პუტინთან ასევე ისაუბრეს სომხეთის რკინიგზაზე, რომელსაც რუსეთი მართავს: „ჩამოყალიბდა ურთიერთგაგება, რომ ეს საკითხი უნდა გადავჭრათ. არსებული ვითარების დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია“.

სომხეთში რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით კი ფაშინიანმა განაცხადა: „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ ესეც განვიხილოთ“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით ადრე განაცხადა: „თუ სომხეთი გადაწყვეტს, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ სჭირდება, ხვალვე წავალთ“.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს