ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
Jerusalem Post-ის სარედაქციო სტატია განმარტავს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის მთავრობამ გამოიყენოს მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელის ვალები და როგორ შეიძლება დავალიანების ჩამოწერის შეთავაზება ირანის წინააღმდეგ ომში მათ იძულებით ჩასაბმელად.
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა / TRT World

ისრაელში გამომავალ გაზეთ Jerusalem Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ამერიკელებს ვალები უნდა ეპატიოთ, თუ ისინი ირანის ოკუპაციაში მონაწილეობაზე დათანხმდებიან. ავტორი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით ვერ მოიგება, ქვეყნის ოკუპაცია ან კონტროლი იქნება საჭირო, რასაც შესაძლოა 1,5 მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზაცია დასჭირდეს.

შოკისმომგვრელი წინადადება - ვალების მქონე ახალგაზრდა ამერიკელების „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება ირანთან საბრძოლველად - Jerusalem Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კანადის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა ოფიცერმა, ეი-ჯეი ჯაფმა (AJ Jaff) წამოაყენა.

ჯაფი ამტკიცებს, რომ აშშ-ის თვეების განმავლობაში მიმდინარე ინტენსიურმა თავდასხმებმა ვერ შეარყია ირანის სამხედრო შესაძლებლობები და ვერ დაასრულა ომი, ხოლო სახმელეთო შეჭრას გაცილებით მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დასჭირდება, ვიდრე ამჟამად არის ხელმისაწვდომი.

„დასაქმებულთა რიცხვი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ირანში სახმელეთო ოპერაციას სჭირდება. ირანის 31 პროვინციული სარდლობისა და 'მოზაიკური თავდაცვის დოქტრინის' წინააღმდეგ წარმატებული სახმელეთო ოპერაციისთვის პროგნოზები 750 000-დან 1,5 მილიონამდე ამერიკელ ჯარისკაცს მოიცავს. აშშ-ის ამჟამინდელი აქტიური არმია დაახლოებით 452 ათასია. გათვლა აშკარად არ ემთხვევა,“ - წერს ავტორი.

ჯაფი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ისტორიაში ტრადიციული საომარი გაწვევის ნაცვლად, ვალების ჩამოწერის პროგრამის მეშვეობით ჯარისკაცების მოზიდვა უფრო ეფექტური გზაა.

„საშუალო ამერიკელს 18-დან 34 წლამდე აქვს 40 000 დოლარზე მეტი არა-იპოთეკური ვალი, მათ შორის სტუდენტური სესხები, საკრედიტო ბარათების ნაშთები, ავტოსესხები და პერსონალური სესხები; ზოგიერთი შეფასებით, ეს თანხა 100 000 დოლარსაც აღწევს,“ - წერს ის და დასძენს: „სწორედ ეს თაობა სჭირდება პენტაგონს.“

„ფედერალურ დონეზე მართული ვალების ჩამოწერის პროგრამა, რომელიც 24 ან 36 თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ სრულად გააუქმებს სტუდენტურ სესხებს, საკრედიტო ბარათების დავალიანებებსა და სხვა კრედიტებს, ასევე გააფართოებს GI Bill-ს (ვეტერანთა დახმარების პროგრამა), უზრუნველყოფს მოხალისეების მასშტაბურ რეკრუტირებას,“ - ამტკიცებს სტატიის ავტორი.

ამერიკელების დაახლოებით 77%-ს აქვს გარკვეული სახის ვალი. ეს შეადგენს დაახლოებით 250-დან 260 მილიონამდე ადამიანს, რომლებსაც სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები აქვთ, რაც აშშ-ის შინამეურნეობების მთლიან ვალს ისტორიულ მაქსიმუმამდე - 18,8 ტრილიონ დოლარამდე ზრდის. აშშ-ში ზრდასრული ადამიანების საშუალო ვალი 63 500 დოლარის დონეზეა.

აღმოაჩინეთ
კატების ადამიანებთან კნავილის მიზეზი დადგინდა
ევროკავშირის 2027 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება შედგა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ესპანეთში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს
COP31 ანტალიაში იწყება: ლიდერები კლიმატის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ
პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში მიიღო
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თვალთვალში ეჭვმიტანილი ქალი ტაივანში ჰონგ-კონგის პასპორტით შევიდა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
დანია უკრაინას სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის მხარდაჭერას გაუწევს
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თურქეთი COP 31-ის ორგანიზებისთვის შეაქო
პრეზიდენტი ერდოღანი: „მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვაძლიერებთ"
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ცერემონია ანითქაბირში გაიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს