ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ გასცა ბრძანება, რომ ნებისმიერ თავდასხმას დაუყოვნებლივ, ეფექტიანი და გეოგრაფიული საზღვრების გაუთვალისწინებელი პასუხი გაეცეს.
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
აიათოლა მოჯთაბა ხამენეი

ირანის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ აქრემინიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი თავდასხმის შემთხვევაში, ირანი წარსულთან შედარებით უფრო მასშტაბურ, გამანადგურებელ და მყისიერ პასუხს გასცემს და ომი რეგიონით არ შემოიფარგლება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, არმიის პრესსპიკერმა აქრემიინიამ რადიოპროგრამაში მონაწილეობა მიიღო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

აქრემიინიას თქმით, აშშ-ის თავდასხმის მუქარების საპასუხოდ, „მტრის სამიზნეთა სია“ განახლდა, ხოლო შეიარაღებული ძალების თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები გაძლიერდა.

„აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის საპასუხოდ, წარსულთან შედარებით უფრო მასშტაბურ, გამანადგურებელ და მყისიერ პასუხს გავცემთ. ახალი ომის შემთხვევაში კი მისი გეოგრაფიული არეალი დასავლეთ აზიის რეგიონით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ, 31 ოქტომბერს, მაღალი რანგის სამხედრო პირებთან შეხვედრისას, გასცა ბრძანება, რომ ნებისმიერ თავდასხმას დაუყოვნებლივ, ეფექტიანი და გეოგრაფიული საზღვრების გაუთვალისწინებელი პასუხი გასცემოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ალი აბდულაჰი, ირანის არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ამირ ხათემი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი აჰმად ვაჰიდი.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი: „მზად ვართ, ყველანაირი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“
საკონსტიტუციო ტრიბუნალის კრიზისი პოლონეთში: რა მოხდა?
თურქეთმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფერიდუნ სინირლიოღლუს კანდიდატურა წარადგინა
მინისტრი ფიდანი აშშ-ში თავის კოლეგა რუბიოს შეხვდა და სხვადასხვა დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „თურქეთში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება“
ახალგაზრდები COP31-ზე კლიმატის კრიზისის ტექნოლოგიური გადაჭრისთვის ერთიანდებიან
ესტონეთი რუსეთის საზღვართან 150 ბუნკერის აშენებას გეგმავს
პრეზიდენტი ერდოღანი: XXI საუკუნე „თურქული სამყაროს საუკუნე“ იქნება
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლაგარდი გადადგა
დურანი: თურქეთისთვის თავდაუზოგავად და მტკიცედ მუშაობას გავაგრძელებთ
პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
უგანდაში 3,6 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას
შვედეთში მთავრობის თანამშრომლები ChatGPT-სა და Claude-ს აღარ გამოიყენებენ