პარიზის გზამკვლევი სუნამოს მოყვარულთათვის
ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
პარიზის გზამკვლევი სუნამოს მოყვარულთათვისპარიზი, თავისი განსაკუთრებული ბუტიკებით, შთამბეჭდავი მუზეუმებით, ინტერაქტიური სახელოსნოებითა და მდიდრული სავაჭრო ცენტრებით, სუნამოს მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა
/ Reuters
12 მარტი 2025

პარიზი არა მხოლოდ მსოფლიოს მოდის დედაქალაქია, არამედ სუნამოს მოყვარულთათვისაც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს, მდიდარი სურნელოვანი მემკვიდრეობით გამოირჩევა და უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს აღმოვაჩინოთ, შევიძინოთ და შევქმნათ საკუთარი სურნელი.

როგორც სუნამოს მოყვარული და კოლექციონერი, რომელიც წლების განმავლობაში სრულყოფილი სურნელის ძიებაშია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული პარფიუმერული ცენტრის მონახულების იდეა ყოველთვის მატყვევებდა.

მოგზაურობამდე საფუძვლიანი კვლევა ჩავატარე, რათა აღმომეჩინა ის საუკეთესო ადგილები, რომლებიც სუნამოს მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს. ამგვარად, შევაგროვე ყველა საჭირო დეტალი პარიზში უნაკლო სურნელოვანი მარშრუტის შესაქმნელად.

რა თქმა უნდა, დღეს თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სუნამოს შეკვეთა ინტერნეტით. თუმცა, თუ გსურთ უფრო ღრმად ჩაიძიროთ სუნამოების სამყაროში და მიიღოთ დაუვიწყარი სურნელოვანი გამოცდილება, მაშინ ეს ადგილები თქვენთვისაა.

Galeries Lafayette Haussmann: სუნამოების საოცრებათა ქვეყანა

სუნამოების სამყაროში მოგზაურობის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია პარიზის გულში მდებარე საკულტო სავაჭრო ცენტრი Galeries Lafayette Haussmann-ი. მომაჯადოებელი ვიტრაჟული გუმბათის ქვეშ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მდიდრული ბრენდების პარფიუმერული ბუტიკები, როგორიცაა Guerlain, Chanel და Dior. თუ გსურთ ყველაზე გამორჩეული სუნამოების ერთ ჭერქვეშ შეგრძნება, ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა.

Niche Perfumery: იშვიათი და უნიკალური სურნელების ძიებაში

მათთვის, ვინც პოპულარული ბრენდების სუნამოებზე მეტს ეძებს, Jovoy და Nose აუცილებლად მოსანახულებელი ბუტიკებია. ეს მაღაზიები, სადაც იყიდება ისეთ ბრენდები, როგორებიცაა Stephane Humbert Lucas, Xerjoff, Orto Parisi და Nishane, გვთავაზობენ ნიშური პარფიუმერიის სამყაროს ყველაზე ექსკლუზიურ სუნამოებს.

თუ კიდევ უფრო განსხვავებულს ეძებთ, ეწვიეთ Dover Street Market Paris-ს. ამ კონცეპტუალურ მაღაზიაში თქვენ შეხვდებით ავანგარდულ სუნამოებს, რომლებსაც ბაზარზე მარტივად ვერ იპოვით.

Fragonard-ის პარფიუმერიის მუზეუმი: მოგზაურობა სურნელის ისტორიაში

მათთვის, ვისაც სურს პარფიუმერიის ისტორიისა და ხელოსნობის უფრო ახლოს გაცნობა, Fragonard-ის პარფიუმერიის მუზეუმი შესანიშნავი არჩევანია. პატარა, მაგრამ უაღრესად შთამბეჭდავი ეს ბუტიკი-მუზეუმი მასპინძლობს მომხიბვლელ ექსპონატებს, რომლებიც მოგვითხრობენ პარფიუმერიის სამყაროს ევოლუციაზე უძველესი მეთოდებიდან თანამედროვე ინოვაციებამდე. გარდა ამისა, ტურის ბოლოს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ Fragonard-ის ექსკლუზიური სუნამოები.

პარიზში სუნამოს შეძენა: საუკეთესო ქუჩები სურნელების მოყვარულთათვის

თუ გსურთ დაათვალიეროთ მომხიბვლელი ქუჩები, სადაც ელეგანტური პარფიუმერიის ბუტიკებია ჩამწკრივებული, მაშინ თქვენი მარშრუტი Rue Saint-Honoré-სა და Rue des Francs-Bourgeois-ზე გადაიტანეთ. ეს ქუჩები, სადაც განთავსებულია პრესტიჟული პარფიუმერული სახლები, როგორიცაა Creed-ი, Serge Lutens-ი, Penhaligon's-ი და Balmain-ი, გაგრძნობინებენ თავს ყოველთვის აქტუალური ელეგანტურობისა და უნიკალური სურნელების სამყაროში.

თუ მართლაც განსხვავებული მომსახურების მიღება გსურთ, Officine Universelle Buly-ი უნდა მოინახულოთ. ეს პარფიუმერიის მაღაზია, რომელიც მე-18 საუკუნის საფრანგეთში დროში მოგზაურობას გთავაზობთ, ცნობილია წყლის ბაზაზე დამზადებული სუნამოებით, პერსონალიზებული ტუჩის ბალზამებით, სავარცხლებითა და ესთეტიკური პროდუქციის დიზაინით. ამავე დროს, ის არის ბრენდი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს სოციალურ ქსელებში.

შექმენით საკუთარი სუნამო: პრაქტიკული სახელოსნოები

რატომ უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ სუნამოს შეძენით, რას იტყვით საკუთარი სურნელის შექმნაზე?

პარიზში უამრავი სუნამოს დამამზადებელი სახელოსნოა, რომლებსაც აწყობენ ისეთი პრესტიჟული ბრენდები, როგორიცაა Molinard-ი, Galimard-ი და Fragonard-ი და სხვა. აქ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სურნელების შერევის ხელოვნება და შექმნათ სრულიად თქვენთვის განკუთვნილი სუნამო, რომელიც საუკეთესოდ წარმოგაჩენთ. ეს უნიკალური მომენტი იქნება როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი პარფიუმერიის მოყვარულთათვის.

პარიზი, შეიძლება ითქვას, რომ საოცნებო ადგილია ყველასთვის, ვინც გატაცებულია სუნამოებით. ძვირადღირებული ბუტიკებიდან ნიშურ პარფიუმერიამდე, პარფიუმერიის მუზეუმებიდან სახელოსნოებამდე, სადაც შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სურნელი, ქალაქი გთავაზობს სურნელების აღმოჩენის უსაზღვრო თავგადასავალს.

მომავალ პარიზულ მოგზაურობაში მიენდეთ თქვენს ყნოსვას და დატკბით სურნელების მრავალფეროვნებით. იქნებ სწორედ მაშინ იპოვოთ ის სანუკვარი სურნელი, რომელსაც ამდენი ხანია ეძებთ.

 

აღმოაჩინეთ
საფრანგეთმა დაახლოებით ათი წლის შემდეგ მონღოლეთს მოპარული დინოზავრის ჩონჩხი დაუბრუნა
TRT-მ EBU-ს შეხვედრა „ევროვიზიაში“ ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებული კამათის გამო დატოვა
პაპმა ბეირუთში მუსლიმი და ქრისტიანი ლიდერების შეხვედრაზე ერთიანობისკენ მოუწოდა
აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი თურქეთს ნიკეის კრების წლისთავის აღსანიშნავად ეწვევა
ზამთარი მოდის: თურქულ სამზარეულოებში მრავალსაუკუნოვანი სეზონური ტრადიციები კვლავაც ცოცხალია
თურქეთი პატივს მიაგებს ათათურქის მემკვიდრეობას სალონიკში მისი სახლის ხელახლა გახსნით
ოსმან ჰამდი ბეის პორტრეტი აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად გამოიტანეს
თუ გამოტოვეთ: სოციალურ ქსელებზე უარის თქმა შეიძლება ბედნიერების გასაღები იყოს
თურქეთის მე-17 „სიკეთის ხომალდი“, რომელსაც 900 ტონა დახმარება გადააქვს, ღაზისკენ გაემართა
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
TRT World-ის ვიდეოები პრესტიჟული Lovie Awards-ის ფინალში გავიდა
გობექლითეფედან ჩამოტანილი სხვადასხვა არტეფაქტი გერმანიაში სპეციალურ გამოფენაზე წარდგება ვიზიტორებს
14 წლის შემდეგ სირიის იდლიბის წმინდა ანას ეკლესია გაიხსნა
სამი იუსუფმა სტამბოლში მუსიკითა და სოლიდარობით ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა
პრეზიდენტის თასის მე-6 საერთაშორისო იახტების რბოლის ჩკთრ-ს ეტაპი დაიწყო
X-ის CEO-მ ლინდა იაკარინომ ორი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ გიგანტი შონ „დიდი“ კომბსი გაყოფილი გადაწყვეტილებით უმძიმეს ბრალდებებში გაამართლეს
ლიბიელ მომლოცველს თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი ორჯერ გაფუჭდა
პარიზი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ 5,400 პოლიციელის მობილიზებას მოახდენს
რუსმა დეპუტატებმა დასავლური ანიმაციური ფილმების ბავშვებზე „დამაგრეველი გავლენა“ გააკრიტიკეს