მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი USS Ford ისრაელის სანაპიროებს მიადგა
აშშ-ის ავიამზიდ Gerald R. Ford-ის ისრაელის სანაპიროებთან გამოჩენა ხუთშაბათს ღამით ამ ქვეყანაში აშშ-ის 20 საწვავგამმამართი თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ მოხდა.
ისრაელის „მე-12 არხის“ ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford პარასკევს ისრაელის სანაპიროებს მიადგა.
აშშ-ის სამხედრო უწყებას ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ავიამზიდის გამოჩენა მოჰყვა ხუთშაბათს ღამით ისრაელში აშშ-ის 20 საწვავგამმამართი თვითმფრინავის დაფრენას.
ისრაელის სამაუწყებლო კორპორაციამ მანამდე განაცხადა, რომ თელ-ავივის მახლობლად, ბენ გურიონის აეროპორტში, ოთხი ამერიკული KC-46A Pegasus-ის ტიპის საწვავგამმამართი თვითმფრინავი ჩაფრინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოვლენები ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო იერიშის გამო რეგიონში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციის ნაწილია.