ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში ქალების მიმართ ისრაელის ბარბაროსობამ სათანადო რეაქცია ვერ ჰპოვა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი დაიცავს სიმართლეს და მას ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა გააჟღერებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მჩაგვრელი და ვინ - ჩაგრული.

By
ერდოღანი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის მიხრიდან ქალების მიმართ გამოჩენილმა ბარბაროსობამ დამსახურებული (სათანადო) რეაქცია ვერ ჰპოვა.

ერდოღანმა სამშაბათს, დედაქალაქ ანკარაში „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა: „დამნაშავისა და მსხვერპლის ვინაობამ განსაზღვრა რეაქციის დოზაც“.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებულ გენოციდზე, ხაზი გაუსვა ისრაელის ძალების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და განაცხადა: „სამწუხაროდ, ღაზის გენოციდის დროს დაღუპული 70 000 პალესტინელის ორ მესამედს ქალები და ბავშვები შეადგენენ. სინდისის მქონე ადამიანებისთვის ეს უკიდურესად შემზარავი რიცხვებია“.

ერდოღანმა ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის ღირსების ფუნდამენტურ დარღვევად შეაფასა და მას უნივერსალური დანაშაული უწოდა.

„ჩვენ დავიცავთ უფლებებს და ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა გავაჟღერებთ ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მჩაგვრელი და ვინ - ჩაგრული,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან გახსნით სიტყვაში ასევე განაცხადა: „როგორც თურქეთის პრეზიდენტი და როგორც ორი ქალიშვილის მამა, დღემდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, ამიერიდანაც წინა ხაზზე ვიქნები ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

გარდა ამისა, ერდოღანმა დასძინა: „ადამიანის, როგორც ქმნილებათა გვირგვინის, და განსაკუთრებით ქალისა და ბავშვის მიმართ ძალადობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და კაცობრიობის ღალატია. მას, ვინც ქალზე ხელს აღმართავს, ხელიც და სინდისიც გაშავებული აქვს“.