ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ნასამ მარსის იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა
ნასას კოსმოსურმა ხომალდმა Psyche-მ (ფსიქეა), რომელიც მეტალის ასტეროიდისკენ მიემართება, მარსის სიახლოვეს ჩაიფრინა და წითელი პლანეტის იშვიათი ფოტოები გადაიღო.
ნასამ მარსის იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა
ნასამ მარსის იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა

2023 წლის ოქტომბერში გაშვებული Psyche, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, ასტეროიდთა მთავარი სარტყლის გარეთა ნაწილში მდებარე ასტეროიდ „16 Psyche“-სკენ მიემართება.

დედამიწიდან და კოსმოსური ტელესკოპებიდან წარმოებული დაკვირვებები აჩვენებს, რომ ამ კოსმოსურ ობიექტს მაღალი ამრეკლავი უნარის მქონე მეტალის ზედაპირი აქვს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გიგანტური მეტალის ასტეროიდი შესაძლოა იყოს ადრეული პერიოდის პლანეტის „შიშველი“ ბირთვი, რომელიც დედამიწის, მარსის, მერკურისა და ვენერას შიდა ფენების მსგავსია.

სიჩქარის გაზრდა „გრავიტაციული შურდულის“ მეშვეობით

ხომალდის 3,6 მილიარდ კილომეტრიან მოგზაურობაში საწვავის დასაზოგად, მზის ელექტროძრავის სისტემის მხარდასაჭერად და მარშრუტის დასაკორექტირებლად, ფრენის გეგმაში მარსის სიახლოვეს ჩავლა იქნა გათვალისწინებული.

15 მაისს, როდესაც Psyche წითელ პლანეტას უვლიდა გვერდს, მარსის მიზიდულობის ძალამ ბუნებრივი „შურდულის“ როლი შეასრულა, ხომალდის სიჩქარე საათში დაახლოებით 1600 კილომეტრით გაზარდა და მზის მიმართ მისი ორბიტალური სიბრტყე დაახლოებით 1 გრადუსით შეცვალა.

„ჩვენ დავადასტურეთ ის აჩქარება, რომელიც მარსმა ხომალდს მისცა. ამჟამად მოძრაობას ვაგრძელებთ იმგვარი კურსით, რომ 2029 წლის ზაფხულში ასტეროიდ Psyche-ს მივაღწიოთ“, - განაცხადა ნასას კალიფორნიის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ნავიგაციის ხელმძღვანელმა, დონ ჰანმა.

სატესტო ფრენა და იშვიათი ფოტოები

მარსის ზედაპირთან 4 609 კილომეტრზე მიახლოებისას, Psyche-მ ყველა სამეცნიერო ინსტრუმენტი და კამერა აამუშავა და იმ ოპერაციების რეპეტიცია ჩაატარა, რომელთა შესრულებაც სამიზნე ასტეროიდთან მოუწევს. ხომალდის მაღალი კუთხით მიახლოებამ საშუალება მისცა დაეფიქსირებინა მარსის იშვიათი კადრები, სადაც პლანეტა მზით განათებული წვრილი ნამგლის ფორმით ჩანს.

არიზონას შტატის უნივერსიტეტის გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯიმ ბელმა აღნიშნა, რომ მიახლოებისას დაფიქსირებული ნამგლისებრი ხედი და ჩავლის შემდგომი „თითქმის სავსე მთვარის“ მსგავსი პანორამა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა კამერების კალიბრაციისა და ვიზუალური არქივისთვის.

კამერებმა ათასობით ფოტო გადაიღეს, მათ შორის მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულის საფარი, ზედაპირზე არსებული გიგანტური ჰიუგენსის კრატერი, პლანეტის დღისა და ღამის ზონები და კრატერებს შორის ქარის მიერ გაფანტული მტვრის ზოლები.

Psyche ასტეროიდს 2029 წლის აგვისტოში მიაღწევს და ციური სხეულის სრული კარტოგრაფირებისთვის სხვადასხვა სიმაღლის ორბიტებზე გავა.

თუ მიღებული მონაცემები დაადასტურებს, რომ ეს ასტეროიდი უძველესი პლანეტის ბირთვია, კაცობრიობა მიიღებს უნიკალურ ლაბორატორიას ისეთი პლანეტების ცენტრში არსებული საიდუმლოებების ამოსახსნელად, როგორიცაა დედამიწა და მარსი.

აღმოაჩინეთ
ჰოლანდიურმა გაზეთმა, რომელმაც ღაზაში ბავშვების მკვლელობა დაადასტურა, ევროპის პრესის ჯილდო მოიპოვა
თურქეთიდან 4 თვეში 195 მილიონი დოლარის ლიმონის ექსპორტი განხორციელდა
მინისტრი ფიდანი ირანელ კოლეგას ესაუბრა
სომხეთში არჩევნები სამშვიდობო ძალისხმევისა და რუსეთის გავლენის ფონზე მიმდინარეობს
პრეზიდენტი ერდოღანი „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმის დახურვის პროგრამას დაესწრება
ემინე ერდოღანი: „ნულოვანი ნარჩენების ფორუმს“ ისტორიულ შეხვედრად მივიჩნევთ
მინისტრი ფიდანი: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბანგლადეშთან თანამშრომლობის განვითარება
ევროკავშირი განიხილავს კანდიდატი ქვეყნებისთვის შეზღუდული ინტეგრაციის ვარიანტს სრულ წევრობამდე
831 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან 115 ქვეყანაში
ქურთულმუში: თურქეთის ადგილის არაღიარება ევროპაში ხედვის ნაკლებობაა
ტრამპი: ირანის ლიდერთან შეხვედრა შეთანხმების შემთხვევაში „პატივი იქნება“
გამოკითხვა: 36 ქვეყნის უმრავლესობაში ისრაელის შესახებ „უარყოფითი“ განწყობები უფრო გავრცელებულია
ზელენსკი, თურქეთზე მითითებით, პუტინს მოუწოდებს „ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ“
აშშ-ის სანქციები კუბის ლიდერ მიგელ დიას-კანელის წინააღმდეგ
პუტინი: კიევი შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის