აშშ-მ და საუდის არაბეთმა კალიფორნიის უდაბნოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წვრთნები, სახელწოდებით Quincy-1, მიზნად ისახავს „ოპერაციული მზადყოფნის გაზრდას და გამოცდილების გაზიარებას“.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა კალიფორნიაში, ფორტ ირვინის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
სამინისტრომ ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ერთობლივი წვრთნები, სახელწოდებით Quincy-1, მიზნად ისახავს „ოპერაციული მზადყოფნის გაზრდას, გამოცდილების გაცვლას და ინტეგრაციის გაძლიერებას სხვადასხვა საბრძოლო გარემოში ერთობლივი ოპერაციების განსახორციელებლად“.
სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია წვრთნების ხანგრძლივობისა და მასში მონაწილე პერსონალის რაოდენობის შესახებ.
ფორტ ირვინის ეროვნული სასწავლო ცენტრი არის აშშ-ის არმიის მნიშვნელოვანი სასწავლო მოედანი და მოიცავს დაახლოებით 3,108 კვადრატულ კილომეტრს კალიფორნიის მოჰავეს უდაბნოში.